ფინანსები
25/06/2020

დღეიდან იპოთეკური სესხების სუბსიდირების გადაწყვეტილება ძალაში შედის

დღეიდან იპოთეკური სესხების სუბსიდირების გადაწყვეტილება ძალაში შედის.

„დავამტკიცეთ კონკრეტული მექანიზმები რომელიც ჩვენი ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია. კონკრეტულად, ბინათმშენებლობის და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის თვალსაზრისით. ეს არის სახელმწიფო პროგრამა იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც ჩვენი სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. ეს პროგრამა მოიცავს ორ კომპონენტს, პირველი, ეს არის სუბსიდირების კომპონენტი, როდესაც იმ ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვთ, რომ შეიძინონ ახალ აშენებული ბინები, გაიუმჯობესონ თავისი საცხოვრებელი პირობები, მაგრამ გლობალური პანდემიის გამო მათ არ ეძლევათ იპოთეკური სესხების აღების საშუალება, ჩვენი პროგრამის მეშვეობით დავუსუბსიდირებთ სესხის პროცენტს და ასევე ჩავუდგებით თანაუზრუნველყოფაში“,- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ 5 წლის განმავლობაში, იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთის 4%-ის სუბსიდირებას მოახდენს.

მთავრობის გაცხადებით სუბსიდირება შეეხება ყველა კრედიტს, რომელიც გაფორმდება წლის ბოლომდე, თუმცა პირობა მხოლოდ 200 0000 ლარის სესხზე მოქმედებს. სულ გათვალისწინებულია 70 მლნ ლარი.

მეორე მხრივ სახელმწიფო გასცემს იპოთეკური სესხების გარანტიას 20%-ის, გარანტიაც 5 წლიანი და ვრცელდებაწლის ბოლომდე დამტკიცებულ სესხებზე. ამ შემთხვევაში ბიუჯეტი 14 მლნ-ია.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023