ფინანსები
18/06/2021

EBRD საქართველოსთვის ახალ სტრატეგიას ამზადებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოსთვის ახალ სტრატეგიას ამზადებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენმა განუცხადა, მომავალი სტრატეგია 5 წლიანია. ის ფოკუსირებული იქნება მწვანე ეკონომიკის განვითარებაზე, ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდასა და გაციფრულებაზე.

EBRD-ის რეგიონული დირეტორის განცხადებით, სტრატეგია ჯერ დეტალიზებული არ არის. ორგანიზაცია მას მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში გამოაქვეყნებს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, EBRD-ის ამ დროისთვის 4 მლრდ ევროზე მეტი აქვს საქართველოში ინვესტირებული. დასრულებული აქვს 200 პროექტზე მეტი, ამ დროისთვის კი 90 პროექტზე მუშაობს.

„პროექტების მთლიანი მოცულობიდან, რაც შესრულებული გვაქვს, 80%-ზე მეტი კერძო სექტორს ეხება. ასევე ჩვენ ვფარავთ ეკონომიკის ოთხ ძირითად სექტორს: ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, საფინანსო ინსტიტუტები - კომერციული ბანკები და კერძო მეწარმეები. ჩვენი პორტფელი ძალიან დაბალანსებულია ამ ოთხ არეალს შორის და პროექტები დივერისიფიცირებულია მთლიან ეკონომიკაში,“ - აცხადებს კატარინა ბიორლინ ჰანსენი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023