ფინანსები
09/06/2023

EDG $10 მილიონის ობლიგაციებს უშვებს

„ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ , კასკადური ელექტროსადგურების მმართველი კომპანია (ჯამურად ფლობს 15.25 მგვტ დადგმული სიმძლავრის მქონე განახლებადი ენერგიის აქტივებს) 10 მლნ დოლარის 2 წლიანი ობლიგაციების განთავსებაზე აცხადებს (ნომინალი - $1 000 ).

კომპანიის დირექტორის გიორგი შუკაკიძის ინფორმაციით, ემისია ბანკის ვალდებულბების რეფინანსირებას ემსახურება. ასევე განიხილება  ახალი  პროექტების დაფინანსება. მ.შ. სურები ჰესის, მდ. სუფსაზე.

არც კომპანიას და არც ობლიგაციას არ აქვს მინიჭებული რეიტინგი საკრედიტო სააგენტოს მიერ.

განთავსების აგენტი თიბისი კაპიტალია სარგებელი 7.5-9.5%-ის ფარგლებში განისაზღვრება. ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზეც დაილისტება 

EDG -ის აქტივების არსებული პორტფელი მოიცავს 3 ჰიდროელექტროსადგურს 

ელექტროსადგური გაშვების წ ეფექტურობა სიმძლავრე PPA $ PPA ვადა
საშუალა ჰესი 2022 53.8 2.25 მგვტ N/A N/A
საშუალა ჰესი 1 2021 48.7 0,06 28/07/2031
საშუალა ჰესი 2 2019 50.7 5 0,06 01/10/2030

წყარო: კომპანია

წილების გადანაწილება 01.04.2023-ის მდგომარეობით:
მიხეილ გაბისიანი - 3%
დავით ხაჩიძე -       2%
მინდია საბანაძე –  95%

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023