ფინანსები
27/02/2023

ექმნება თუ არა სებ-ის დამოუკიდებლობას საფრთხე - გვენეტაძის პირველი კომენტარი

კობა გვენეტაძე პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ეროვნულმა ბანკმა კანონთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია საპარლამენტო განხილვის პერიოდშივე წარადგინა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ განხილვები ცვლილებებთან დაკავშირებით შესაძლებელია უფრო ხანგრძლივი ყოფილიყო.

"ეროვნული ბანკის მმართველობის საკითხებთან, მის სტრუქტურასთან დაკავშირებით ჩვენ თავად ვმუშაობდით. დაახლოებით, ერთი წლის წინ დავიწყეთ ამაზე მუშაობა. გვინდოდა კიდევ ერთხელ შეგვეხედა როგორ პასუხობს ის მოდელი იმ გამოწვევებს, რაც ჩვენ გვაქვს დღესდღეობით.  ვფიქრობთ, განხილვები ამასთან დაკავშირებით შესაძლებელია უფრო ხანგრძლივი ყოფილიყო და ჩვეულებრივ რეჟიმში მომხდარიყო. ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ვაცნობეთ პარლამენტს, საკმაოდ ვრცელ და მკაფიო კომენტარებში“, - აღნიშნა გვენეტაძემ.

კითხვაზე ექმნება თუ არა სებ-ის დამოუკიდებლობას საფრთხე ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ამ ცვლილებებით, კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს შემდეგი პასუხი გასცა:

„ამ წუთში რისკებზე ვერ გეტყვით, ეს გამოჩნდება მას შემდეგ, რაც ცვლილების მიღება მოხდება, შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები. რაც შეეხება ჩვენს კომენტარებს, ეს საკმაოდ კარგად გადმოვეცით,"- განმარტა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით 9 თებერვალს მიიღო. 23 თებერვალს კი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონში შესულ ცვლილებებს ვეტო დაადო. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ეს კანონპროექტი არ იყო საჭირო.

ახალი კანონი ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებს. კანონპროექტის თანახმად, პირველ ვიცე-პრეზიდენტს სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პირობებში პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულება შეეძლება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023