ფინანსები
18/10/2023

"ემიგრანტების ოჯახები, მეზღვაურები, საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმებულები და სხვა პირები ნებისმიერი ოდენობის სესხს მიიღებენ იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც შემოსავალი აქვთ"

ოჯახებს, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ შემოსავლებს, მეზღვაურებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმებულებს, ყველას ვისაც ძირითადი შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვთ და შეზღუდვის გამო ვერ იღებდა 200 000 ლარამდე სესხს შესაბამის ვალუტაში, ეს შეზღუდვა მოეხსნებათ და ნებისმიერი ოდენობის სესხს მიიღებენ იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც შემოსავალი აქვთ, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მათთვის 200 000-ლარიანი შეზღუდვა 2024 წლის 1-ლი იანვრიდან უქმდება.

„მოგეხსენებათ, არსებობდა შეზღუდვა იმ პირებზე, რომელთაც შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვთ და მათ 200 000 ლარამდე ეკვივალენტის სესხის აღება მხოლოდ ლარში შეეძლოთ. ვფიქრობთ, რომ ეს არ იყო მთლად სამართლიანი. იმიტომ, რომ ჰეჯირება სწორედ იმას გულისხმობს, რომ პირი იყოს დაცული სავალუტო რისკებისგან. შესაბამისად, იმ პირებს, რომელთაც აქვთ შემოსავალი უცხოურ ვალუტაში, ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სესხი უცხოურ ვალუტაში. ეს შეზღუდვა, რაც ადრე არსებობდა მათ მიმართ, მოიხსნება. ეს, ჩვენი აზრით, უპირატესად შეეხებათ იმ ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ ემიგრანტები და გზავნილებით იღებენ შემოსავლებს. მეზღვაურებს, რომელთაც აქვთ უცხოურ ვალუტაში შემოსავალი, საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე პირებს და სხვა მსგავს კატეგორიას, ვისაც ძირითადი შემოსავალი აქვს უცხოურ ვალუტაში, ხოლო შეზღუდვის გამო, ვერ იღებდა 200 000 ლარამდე სესხს შესაბამის ვალუტაში. ანუ ვისაც აქვს შემოსავალი უცხოურ ვალუტაში, ნებისმიერი ოდენობის სესხს მიიღებენ იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც აქვს შემოსავალი. ადრე იყო შეზღუდვა 200 000 ლარამდე, ახლა ეს შეზღუდვა მოვხსენით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, აღნიშნული არის ძალიან ლოგიკური გადაწყვეტილება, 200 000 ლარამდე სავალუტო სესხების შეზღუდვა 2019 წლის პირველი იანვრიდან შევიდა ძალაში. ის სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებით განისაზღვრა. სებ-ის ახალი ჩანაწერის მიხედვით კი, მოქალაქეებს, ვისაც შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვთ, თავისუფლად შეეძლებათ ნებისმიერი მოცულობის სესხი მათთვის სასურველ ვალუტაში აიღონ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023