ფინანსები
25/04/2023

ფერმერების მხრიდან EBRD-თან მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა

ბოლო ორ წელიწადში ფემერების მხრიდან EBRD-თან მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ EBRD-ის წამყვანმა ბანკირმა, რეგიონალურმა RSF კოორდინატორმა სანდრო მუსერიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში გაიზარდა დაინტერესება EBRD-ის პროდუქტების მიმართ.

„სოფლის მეურნეობა არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კერძო სექტორში, რასაც EBRD აფინანსებს საქართველოში და რეგიონში ზოგადად. ორგანიზაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადამამუშავებელი წარმოების დაფინანება, თუმცა, EBRD არამხოლოდ დაფინანსებით ეხმარება კომპანიებს არამედ, ეხმარება გრანტებით და ადგილობრივი თუ საერთაშორისო კონსულტანტებით. ორგანიზაცია ეხმარება კომპანიებს ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს გაეცნონ და მათ კომპანიებში დანერგონ“ - აცხადებს სანდრო მუსერიძე.

მისივე თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს კერძო სეტორის ბანკებთან ერთად, დაახლოებით 300 მლნ ევრო აქვს ბოლო წლებში დაფინანსებული. ამ თანხის მესამედი კი, სოფლის მეურნეობის მიმართულებითაა დახარჯული. აქ იგულისხმება როგორც გადამამუშავებელი წარმოება, ასევე სუპერმაკეტების ქსელებისა და ღირებულებათა ჯაჭვის სრული სპექტრის დაფინანება.

„კოვიდის პერიოდში გართულებული და შენელებული იყო მომართვიანობა, თუმცა, ახლა გაცილებით ეს პროცესი უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ფერმერები ჩვენთან ძირითადად თანამშრომლობენ საკონსულტაციო სერვისებზე და დაახლოებით მესამედი რასაც კერძო სექტორში ვაკეთებთ ეს ამ სფეროში“ - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ სანდრო მუსერიძემ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023