ფინანსები
16/10/2023

"ფინანსთა სამინისტრომ დაიწყო მუშაობა, რომ შემოღებულ იქნეს საშემოსავლო გადასახადის განაწილების სისტემაც"

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილებაზე პირველი მოსმენით იმსჯელა.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძეს განცხადებით, კანონპროექტით, 2019 წლიდან მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების შემოსავლის წყაროდ განისაზღვრა ბიუჯეტში მობილიზებული დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) 19%.

„აღნიშნული თანხის განაწილება მუნიციპალიტეტებს შორის ხორციელდება კანონით დადგენილი ფორმულის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ დღგ-ს განაწილების სისტემის შემოღებით მნიშვნელოვნად გაიზარდა მუნიციპალიტეტების შემოსავლები, ვინაიდან დღგ-ს მობილიზება მჭიდრო კოლერაციაშია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებთან.

ამავდროულად, გათანაბრებითი ტრანსფერისგან განსხვავებით, მუნიციპალიტეტების მიერ საკუთარი შემოსავლების ზრდა არ ახდენს გავლენას მათ მიერ მისაღები დღგ-ს მოცულობაზე”, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისივე განცხადებით, ფინანსთა სამინისტრომ დაიწყო მუშაობა, რომ დღგ-ს განაწილების სისტემასთან ერთად შემოღებულ იქნეს საშემოსავლო გადასახადის განაწილების სისტემაც და ქვეყანაში მობილიზებული საშემოსავლო გადასახადის ნაწილი დარჩეს მუნიციპალურ ბიუჯეტებში, რა პრაქტიკაც არის ევროკავშირის წევრ თითქმის ყველა ქვეყანაში.

ცვლილება ასევე დაკავშირებულია განათლების და მეცნიერების დაფინანსების განსაზღვრის წესთან.

კერძოდ, 2019 წელს შემოღებულია ვალდებულება, რომლის თანახმად, განათლების სფეროს დაფინანსების მოცულობა ნაერთი ბიუჯეტიდან არ უნდა იყოს მშპ-ს 6%-ზე ნაკლები.

ცვლილების პროექტი ითვალისწინებს განათლების და მეცნიერების დაფინანსების მშპ-ს 6%-მდე დაფინანსების ვალდებულების გადავადებას 2028 წლამდე.

კანონპროექტით უქმდება ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან ფულის გაცემის ყოველთვიური გეგმის დამტკიცების ვალდებულება. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კოდექსში შესატან ცვლილებას.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023