ფინანსები
05/10/2023

ფისკალური კონსოლიდაცია გრძელდება - სებ-ის დასკვნა საბიუჯეტო ცვლილებებზე დადებითია

ფისკალური კონსოლიდაცია გრძელდება, საგარეო ვალი მშპ-სთან კი 60%-იან ზღვარს ჩამოცდენილია, - 2023 საბიუჯეტო ცვლილებებზე სებ-ის დადებითი დასკვნა, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტში წარადგინა.

სებ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს 2 პარამეტრია ეროვნული ბანკითვის საყურადღებო და ორივე მდგრად დონეზეა.

ბიუჯეტის დეფიციტი უბრუნდება მდგრად დონეს, ≤3%  ნიშნულს. საბიუჯეტო ცვლილებების შემდეგაც ნომინალურ მშპ-სთან დეფიციტის მაჩვენებლი უცვლელია, 2.8%-ზე ნარჩუნდება. კონსოლიდაცია გაგრძელდება 2024 წელსაც და დეფიციტი 2.5%-მდე შემცირდება. 

დასკვნის წარდგენისას ნათია თურნავამ პარამეტრის მნიშვნელობაზე აღნიშნა, რომ ფისკალური დეფიციტი მთლიანი მოთხოვნის შემადგენელია და შესაბამისად გავლენა აქვს რეალურ ეკონომიკაზე და ფასების დონეზე. 

მისივე თქმით, რადგან ეკონომიკური აქტივობა მაღალია, შემოსავლები მზარდია, ფისკალური სტიმულების გამოყენება საჭირო არ არის.

მშპ-სთან მთავრობის ვალის ფარდობის დაბალი მაჩვენებელი ქმნის ფისკალურ ბუფერს. რაც თავის მხრივ ამცირებს ქვეყნის სუვერენულ რისკს და დადებითად აისახება საინვესტიციო გარემოზე. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023