ფინანსები
13/07/2023

GALT & TAGGART-ის ანალიტიკოსი ეროვნულ ვალუტაში სესხების გაცემის ტემპის დაჩქარებას ელის

GALT & TAGGART-ის ანალიტიკოსი ეროვნულ ვალუტაში სესხების გაცემის ტემპის დაჩქარებას ელის.

როგორც ლაშა ქავთარაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას აღნიშნა, წლის დასაწყისიდან ივნისის ჩათვლით, დაკრედიტება 13-14%-ის ფარგლებშია.

"ჩვენთან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის კლებაა მოსალოდნელი, უცხოური ვალუტის სესხებზე კი საპროცენტო განაკვეთების ზრდა გაგრძელდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ეროვნულ ვალუტაში სესხების გაცემის ტემპი უნდა დაჩქარდეს. სავალუტო სესხების მიმართულებით კი მოთხოვნის შემცირებაა მოსალოდნელი."- განმარტა ლაშა ქავთარაძემ.

მისივე თქმით, ამერიკის ცენტრალური ბანკი ივნისში გამოქვეყნებული ახალი პროგნოზით, მონეტარული პოლიტიკის კიდევ ორჯერ გამკაცრებას პროგნოზირებს, რაც თავის მხრივ, 0.5%-ით ზრდას გულისხმობს. ეს დამატები ზეწოლაა საქართველოში სავალუტო სესხების საპროცენტო განაკვეთებზე. ამასთან, ევროპის ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთი ამ ეტაპზე 4%-ია და ამ შემთხვევაშიც, პროგნოზირებულია მორიგი გამკაცრება." - განმარტა ლაშა ქავთარაძემ.

მისივე თქმით, სესხებთან დაკავშირებით არსებული ვითარება მომდევნო წლის პირველი კვარტლის ჩათვლით შენარჩუნდება და გავლენას მოახდენს საქართველოს საფინანსო სექტორზეც.

"ის ფაქტი, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთებიდან გამომდინარე, მოთხოვნა შენელდება უცხოური ვალუტის სესხებზე, შეიძლება ეროვნული ბანკის მიერ დაკომპენსირდეს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებით და შესაბამისად, ეროვნულ ვალუტაში სესხების გაცემის ტემპის დაჩქარებით."-აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023