ფინანსები
25/08/2023

გიორგი ამზაშვილი: ბოლო პერიოდში, ბიზნესის შემფასებლის პროფესია პრესტიჟული გახდა

გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში

ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ  საქართველოში ფინანსური პროფესიების კუთხით კადრების დეფიციტია. როგორც  „ ბიზნესპარტნიორის" პოდკასტში USAID-ის მრჩეველი კაპიტალის ბაზრის  რეფორმაში გიორგი ამზაშვილი აცხადებს, პროფესიონალების ნაკლებობა სავალუტო სისტემის განვითარების დაბალ დონესაც განაპირობებს.

„მაგალითად ძალიან ცოტა გვყავს აქტუარები. აქტუარი  ესაა  ისეთი ფინანსური რისკების შემფასებელი, რომელიც თუნდაც   საპენსიო ფონდებში გამოიყენება. ამ კუთხით,  სულ თითზე ჩამოსათვლელი პროფესიონალები გვყავს. ბაზარი კი გაცილებით მეტს მოითხოვს. ზუსტად ამის გამოა,  რომ ჩვენთან სადაზღვევო ფრანშიზები ძალიან მაღალია. რისკების გადაზღვევა ხდება და საბოლოო ჯამში  ძვირი უჯდებათ.“-აღნიშნა გიორგი ამზაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე ძალიან საჭირო პროფესიაა ბიზნესის შემფასებელი.

„ბოლო პერიოდში ეს მიმართულება ძალიან პრესტიჟული გახდა. სერიოზული პროფესია და ვცდილობთ, რომ დავნერგოთ. ბიზნესის შეფასება ეს არის რთულ მათემატიკურ მოდელებზე დაყრდნობით კომპანიის შეფასება. ამ ტიპის კადრები განსაკუთრებით, არასაჯარო საინვესტიციო ფონდებისთვის ძალიან საჭიროა. მათი არსებობა აუცილებელია იმისთვის, რომ აქტივობის ლიკვიდობა და საინტერესოობა უზრუნველყონ.  ჩვენთან  ხაზინის პროფესიონალების ნაკლებობაცაა. ეს  კი იწვევს იმას, რომ კომპანია ვერ ამზადებს ისეთ პროდუქტს, რომელიც საინვესტიციო იქნება ინვესტორისთვის. მიწოდების მხარეს ძალიან დიდი პრობლემაა, რომელიც ძალიან მალე უნდა მოგვარდეს.“-აღნიშნა გიორგი ამზაშვილმა.

მისივე თქმით, ფინანსურ ბაზრებზე ძირითადი საბაზისო აქტები აბსსოლუტურად მორგებულია რეალობას.

 „გვინდა მხოლოდ გარკვეული  ცვლილებები მცირე დეტალებში. მოვიდა ის დრო, როცა სწორედ დეტალებს უნდა მივხედოთ.“-განაცხადა USAID-ის მრჩეველმა კაპიტალის ბაზრის  რეფორმაში.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023