ფინანსები
13/01/2023

გოგა მელიქიძე: ნიკორას ობლიგაციებში შესვლა პირველი კარგი პრეცედენტი იყო

ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე პირველად, საპენსიო სააგენტო "ნიკორას" ფასიან ქაღალდებში შევიდა, რაც საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის, გოგა მელიქიძის განცხადებით, კარგი პირველი პრეცედენტია, თუ როგორ უნდა შევიდეთ საპენსიო სააგენტო ქართული კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებში.

"თანხის დაბანდების ნაწილში რა თქმა უნდა დისკრეცია გვაქვს, თუმცა, კანონი განმარტავს ძალიან ბევრ მოთხოვნებს. ჩვენ ვერ ვიყიდით ისეთ ფასიან ქაღალდებს, რომელსაც  საკრედიტო რეიტინგი იმაზე დაბალი აქვს, ვიდრე ეს  არის ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი. ჩვენ რისკიან პორტფელში  საკმაოდ მნიშვნელოვანი მოთხოვნები გვაქვს,"-აცხადებს მელიქიძე. 

მისივე ინფორმაციით, "ნიკორამ" მეექვსედ გააკეთა ობლიგაციების ემისია, მისთვის ეს პროცესები ცნობილია და ეს არ იყო პირველი ექსპერიმენტი. "ჩვენ არ გვინდა ექსპერიმენტებში მონაწილეობა და როგორც წესი, თავს შევიკავებთ,"-აცხადებს მელიქიძე. 

როგორც საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი განმარტავს,"ნიკორას" ბიზნესი დივერსიფიცირებულია, საკმაოდ მსხვილი მოთამაშეა ბაზარზე, აქციონერთა სტრუქტურა და კორპორატიული მართვა  დივერსიფიცირებული აქვს.

კომპანია არის მზად, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორი ინვესტირებაში გაყვეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოზიდული სახსრები საქართველოში  წარმოებისა და ლოჯისტიკის აშენებას ხმარდება.  ის ეკონომიკაში დამატებით სამუშაო ადგილებს და დვოლათს ქმნის. 

ამ ეტაპზე არცერთ კომპანიაში შესვლა არაა გეგმაში, ემისიებს უფრო წლის მეორე ნახევარში დავინახავთ, წლის პირველი ნახევარი ძირითადად, აუდიტს და მოსამზადებელ სამუშაოებს ეხება.  თუმცა, ჩვენთვის ადგილობრივი კორპორატიული ობლიგაციების ბაზარი მნიშვნელოვანია და ინტენსიურად ვუყურებთ არსებულსაც და პოტენციურსაც და თუ რამე საინტერესოს დავინახავთ, ეს მიმართულება ჩვენთვის პრიორიტეტი იქნება. ჩვენ არ გვინდა ექსპერიმენტებში მონაწილეობა და როგორც წესი, თავს შევიკავებთ.,"-აცხაებს მელიქიძე. 

შეგახსენებთ, 2022 წლის დეკემბერში “ნიკორამ” 35 მილიონი ლარის 3-წლიანი ობლიგაციები განათავსა. ემისიაში 10%-იანი ინვესტიცია საპენსიო სააგენტომ განახორციელა და ეს მის მიერ შეძენილი პირველი ადგილობრივი კორპორაციული ფასიანი ქაღალდები იყო.

საჯარო ემისია „ნიკორამ“, თიბისი კაპიტალის და გალტ & თაგარტის დახმარებით განახორციელა.

ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე, ეროვნულ ვალუტაში განთავსდა, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს თავი აარიდოს სავალუტო რისკებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023