ფინანსები
22/06/2020

გვანცა მურღვლიანი: თიბისის ამბიციაა, შევქმნათ ტექნოლოგიური ტალანტი

თიბისი ტექნოლოგიებს კიდევ უფრო მეტად ავითარებს.

ბანკის ადამიანური კაპიტალის მიმართულების უფროსი ამ სფეროში არსებულ პოტენციალზე საუბრობს.

„ჩვენი ამბიციაა, რომ შევქმნათ ტექნოლოგიური ტალანტი, რომელსაც არამხოლოდ თიბისი, არამედ სხვა კომპანიებიც გამოიყენებს, სწორედ ამიტომ ვავითარებთ IT აკადემიას და სხვადასხვა კურსით ვზრდით კვალიფიციურ ახალგაზრდებს. დღეს ტექნოლოგიები ის მიმართულებაა, სადაც ჩვენ ვხედავთ მომავალს და განვითარების უდიდეს პოტენციალს. მეორე მხრივ, 2019 წელს ეჯაილ ტრანსფორმაციით მიღებულმა გამოცდილებამ იმაშიც შეგვიწყო ხელი, რომ ამ რთულ პერიოდს კარგად გავუმკლავდით და დღეს უკვე სამუშაო ლოკაციის არჩევანის თავისუფლებას ვაძლევთ ჩვენს თანამშრომლებს - იმუშაონ, საიდანაც უნდათ,“- ამბობს გვანცა მურღვლიანი.

თიბისიმ უკვე განაცხადა, რომ წელს ტექნოლოგიურ პროექტებზე მომუშავე გუნდს 35%-ით გაზრდის, რაც იმას ნიშნავს, რომ დამატებით ამ მიმართულებაზე 200-მდე თანამშრომელს დაასაქმებს.

ისინი კომპანიაში ისეთ პოზიციებს დაიკავებენ, როგორიცაა iOS და Android დეველოპერი, Back-end და front-ent  დეველოპერი, CJE (customer journey expert) - ციფრული სერვის ექსპერტი, სისტემის ანალიტიკოსი, UX და UI დიზაინერები და სხვა.

"აქ და ახლა კი, კომპანიში 7000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, რომელთა საშუალო ასაკი 29 წელია. თიბისის ახალგაზრდა და ამბიციური გუნდის დამსახურებაა ის საერთაშორისო ექსპანიაც, რაც კომპანიამ განახორციელა - სულ მალე უზბეკეთში ტექნოლოგიურ პრინციპებზე დაფუძნებული, ახალი კონცეფციის ფილიალი გახსნება, ხოლო პირველი ქართული ნეობანკით Space-ით სარგებლობას გერმანიაში შეძლებენ", - - აცხადებენ ბანკში.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023