ფინანსები
02/01/2023

იანვრიდან პენსია და სხვადასხვა სოციალური დახმარებების ოდენობა გაიზარდა

მიმდინარე წლიდან, ქვეყანაში პენსიებისა და სოციალური დახმარებების ოდენობა გაიზარდა.

70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 65 ლარით გაიზარდა და 365 ლარით განისაზღვრა. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარი გახდა. 

70 წლამდე პირთა პენსია გაიზარდა 35 ლარით და 295 ლარით განისაზღვრა, მაღალმთიან დასახლებებში კი  355 ლარს გაუტოლდა.

გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 65 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 35 ლარით.

მიმდინარე წლის ივნისიდან 150 ლარამდე იზრდება  ბავშვთა სოციალური დახმარების სრული წლის დაფინანსება.

2023 წლის ივლისიდან  50 ლარით იზრდება სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება და  ერთ ბავშვზე  200 ლარის ოდენობით განისაზღვრება. ამ მიზნით, გამოიყო დამატებით 65 მილიონ ლარზე მეტი.

ცვლილებებია  ე.წ. დეკრეტულ შვებულებებთან დაკავშირებითაც.  კერძოდ, სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ, ხოლო კერძო სექტორში დასაქმებულების განსაზღვრული დახმარება გაორმაგდება და 1000 ლარის ნაცვლად, 2000 ლარით განისაზღვრება.

ცნობისთვის, 2023 წელს ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად 770 მლნ ლარით გაიზარდა,  რომლის ყველაზე დიდი ნაწილი სწორედ პენსიების ზრდას მოიცავს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023