ფინანსები
26/11/2020

IMF-ი სასესხო ფასიანი ქაღალდების საკანონმდებლო რეფორმას დადებითად აფასებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) სასესხო ფასიანი ქაღალდების საკანონმდებლო რეფორმას დადებითად აფასებს. ფონდის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი,სასესხო ფასიანი ქაღალდების საკანონმდებლო რეფორმას ეხება.
 
 დოკუმენტში ზრდადი ბაზრებისა და განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტით გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდების საკანონდებლო რეფორმებია მიმოხილული და ამ მიმართულებით, საქართველოს, როგორც რეფორმების თანმიმდევრული და წარმატებული გამტარებლის მაგალითია განხილული.

დოკუმენტის მიზანი სტრატეგიულად ორიენტირებული იმგვარი მეთოდოლოგიის ჩამოყალიბებაა, რომელიც ადეკვატურად უპასუხებს გავრცელებულ გამოწვევებსა და შემაფერხებელ გარემოებებს. მისი გამოყენება ადგილობრივი ვალუტით გამოშვებული ობლიგაციების ბაზრის განვითარებისათვის საჭირო სამართლებრივი და საგადასახადო საფუძვლების დიზაინის შემუშავების და განხორციელების პროცესში იქნება შესაძლებელი.

"საქართველოში რეფორმები  შემდეგი თანამიმდევრობით წარიმართა: პირველადი ბაზარი,  მეორადი ბაზრის გარიგებების დაფარვა, მოთხოვნის წარმდგენი მხარის რეფორმები (როგორიცაა საინვესტიციო ფონდები, საპენსიო ფონდები, სადაზღვევო სექტორი და სხვა). საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერა აქტიური იყო, როგორც მეორადი ბაზრის გარიგებებთან, ასევე საინვესტიციო ფონდებთან მიმართებაში", - აღნიშნულია დოკუმენტში.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023