ფინანსები
24/07/2023

ინფლაცია თვიურად რუსეთის გარდა, ყველგან იკლებს

რეგიონში, ისევე როგორც ევროზონასა და ამერიკაში, ინფლაციას დაღმავალი ტრენდი აქვს, თუმცა რიგ ქვეყნებში მაინც მაღალია. მიმდინარე წლის ივნისის მდგომარეობით, საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წლიური ინფლაციის მაჩვენებელი ყველგან იკლებს, გარდა რუსეთისა, სადაც m.m ზრდა 0.7 პ.პ იყო და 3.2% შეადგინა. წლიურ ჭრილში რუსეთში მაჩვენებელი 15.9%-დანაა შემცირებული.

ქვეყნები მკაცრი მონეტარული პოლიტიკის რეჟიმში რჩებიან. რეგიონში წლიური დეფლაცია ივნისში პირველად, სომხეთში დაფიქსირდა -0.5%-ის ოდენობით. მაისში სომხეთს 1.3%-იანი, ხოლო 2022 წლის ივნისში 10.3%-იანი ინფლაცია ჰქონდა.

ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რეგიონში კვლავ თურქეთში ფიქსირდება, 38.2%-ის ოდენობით, თუმცა წლიურად ის თითქმის ორჯერ შემცირდა (-1.4 პ.პ m.m / -40.4 პ.პ y.y).

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში ივნისში საშუალო წლიური ინფლაცია 0.6% იყო. მათ შორის, ადგილობრივი ინფლაცია კვლავ მაღალი 9.6%, ხოლო იმპორტირებული ინფლაცია კი დეფლაციაშია და -5.9% შეადგინა (რაც ჯამური ინფლაციის კლების მთავარი კომპონენტია).

საერთო ჯამში, საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეფექტური წლიური CPI  ინფლაცია ივნისში 12.3% იყო, როცა მაჩვენებელი გასული წლის ივნისში 25.4%, ხოლო მიმდინარე წლის მაისში 13.1% იყო. 

სავაჭრო პარტნიორების ეფექტური ინფლაცია გამოთვლილია როგორც ამ ქვეყნების წლიური ინფლაციის დონეების შეწონილი საშუალო. წონებად კი აღებულია აზერბაიჯანი = 10%, სომხეთი = 5%, თურქეთი = 20%, ევროზონა = 37%, აშშ = 6%, რუსეთი = 16%, უკრაინა = 7%.

ქვეყანა

6M22

5M23

6M23

საქართველო

12.8%

1.5%

0.6%

აზერბაიჯანი

14.2%

11.5%

10.6%

სომხეთი

10.3%

1.3%

-0.5%

თურქეთი

78.6%

39.6%

38.2%

ევროზონა

8.6%

6.1%

5.5%

რუსეთი

15.9%

2.5%

3.2%

აშშ

9.1%

4%

3%

უკრაინა

21.5%

15.3%

12.8%

წყარო: სებ

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023