ფინანსები
20/08/2020

„იპოთეკური სესხების სუბსიდირებით 100 მილიონ ლარამდე სესხი უკვე გაიცა“-საბანკო ასოციაცია

„იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში, 16 აგვისტოს მონაცემებით, ჯამში გაცემულია 1000-მდე იპოთეკური სესხი. ეს არის დაახლოებით 100 მილიონ ლარამდე“-ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე საუბრობს.

მისი განმარტებით,აქედან 25%-მა ისარგებლა როგორც სუბსიდირებით, ასევე საკრედიტო-საგარანტიო სქემით. ძნელაძის ინფორმაციით, სესხი 16 აგვისტოს მდგომარეობით 8 ბანკმა გასცა.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აქტივობა ისევ მაღალია, ანუ ეს არ იყო პირველადი ეფექტი და აქედან არ გამომდინარეობდა მოსახლეობის დიდი დაინტერესება. განაცხადების რაოდენობა საკმაოდ დიდია“-აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე. 

მთავრობამ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა 28 მაისს დაანონსა. ბანკებმა კი სესხების გაცემა 1 ივლისიდან დაიწეს. სახელმწიფო ბიუჯეტს ახალი ბინების საპროცენტო განაკვეთის დაფინანსება 70 მილიონი ლარი დაუჯდება და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება.

სახელმწიფო დაასუბსიდირებს პროცენტს იპოთეკურ სესხებზე:სახელმწიფო ასუბსიდირებს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტულ პუნქტს; სუბსიდია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;სახელმწიფო წყვეტს სუბსიდიას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოცდა 5%;სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხებზე;სუბსიდირება შეეხება 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 1 იანვრამდე გაცემულ იპოთეკურ სესხებზე ახალ აშენებული ბინის შესაძენად, ბიუჯეტი - 70 მლნ ლარი.

სახელმწიფო გასცემს იპოთეკური სესხების გარანტიას:სახელმწიფო გასცემს სესხის გარანტიას სესხის 20% - ის ოდენობით; გარანტია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;გარანტია ვრცელდება 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 1 იანვრამდე პერიოდში გაცემულ სესხზე;გარანტიით ისარგებლებს ყველა მსესხებელი, რომელიც აიღებს არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად;გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა შეადგენს არანაკლებ 10%.ბიუჯეტი - 14 მლნ ლარი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023