ფინანსები
27/07/2020

ირაკლი გილაური: ინვესტორები ენდობიან საქართველოს და "საქართველოს კაპიტალს“

საქართველოს კაპიტალის გენერალური დირექტორი პანდემიის პირობებში $250 მლნ-ის მოზიდვას და საერთაშორისო ბაზარზე ობლიგაციების განთავსებას უპრეცედენტოს უწოდებს.

ირაკლი გილაურმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, რომ ასეთი სოლიდური ფინანსური რესურსის მოზიდვა საერთაშორისო ინვესტორებიდან იმით არის განპირობებული, რომ ისინი ენდობიან საქართველოს და „საქართველოს კაპიტალს“.

„საქართველოს კაპიტალმა“ წლების განმავლობაში საერთაშორისო ინვესტორებში დააგროვა დიდი რეპუტაცია, ისინი პანდემიის ფონზეც ნდობას უცხადებენ ჩვენს ჯგუფს, შესაბამისად, ჩვენი ჯგუფის პანდემიამდე დაგეგმილი საინვესტიციო პროგრამის 95% არ შეცვლილა“, - განაცხადა ირაკლი გილაურმა.

მისი თქმით, ეს ძირითადად გამოწვეულია იკმით რომ ნდობა საქართველოსადმი არის პანდემიასთან ბრძოლის კარგი შედეგები და ეკონომიკური მაჩვენებლებიც დამაიმედებელია.

შეგახსენებთ, რომ საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალის“ ჰოლდინგურმა კომპანია Georgia Global Utilities-მა (რომელიც მართავს წყლის, წყალარინების და ენერგეტიკულ აქტივებს), 250 მლნ დოლარის საერთაშორისო მწვანე ობლიგაციები განათავსა.

ობლიგაციებიდან მოზიდული სახსრები მოხმარდება GGU-ს საკრედიტო პორტფელის რეფინანსირებას, ასევე წყალმომარაგებისა და სანიტარულ სექტორში კაპიტალური ხარჯების დაფინანსებას.

ობლიგაციები განთავსდება ირლანდიის საფონდო ბირჟაზე და შეფასდება B+ (სტაბილური) რეიტინგით Fitch-ისგან, და B (პოზიტიური) რეიტინგით S&P-სგან. აღნიშნული ტრანზაქციის განთავსების წამყვანი აგენტია J.P. Morgan-ი, თანამმართველი TBC Capital-ი. გარიგებაში J.P. Morgan-ისა და GGU-ს იურიდიულ მრჩეველებს Freshfields Bruckhaus Deringer LLP და Baker & McKenzie LLP-ი წარმოადგენდნენ. ობლიგაციების ემისია მხარდაჭერილია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების DEG, FMO და ADB-ს მიერ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023