ფინანსები
29/11/2021

ირაკლი კირტავა: მნიშვნელოვანია ვიცოდეთ საპენსიო სააგენტოსთან თანამშრომლობის პერსპექტივები

Galt&Taggart-ის დირექტორის, ირაკლი კირტავას აზრით, გარკვეული რეგულაციებია საჭირო, რითიც ნათელი იქნება, თუ რა ტიპის კომუნიკაციის დამყარებაა შესაძლებელი საპენსიო სააგენტოსა და საინვესტიციო ბანკებსა და სააბროკერო კომპანიებს შორის.

მისი თქმით, კანონმდებლობაში, რომელიც დღემდე არსებობს, ნორმატიულ აქტებსა და თავად კანონში არ არის ნახსენები თუ რა ტიპის სტანდარტული ურთიერთობები უნდა იყოს სააგენტოსა და საბროკერო კომპანიებს შორის.

„მნიშვნელოვანია, კარგად გვესმოდეს საბროკერო კომპანიებს, თუ რა პერსპექტივა გველის საპენსიო სააგენტოსთან თანამშრომლობის და კარგი იქნება, რომ მსგავს თემებზე იყოს უფრო ინტენსიური კომუნიკაცია, მათ შორის ეროვნული ბანკის და ეკონომიკის სამინისტროს ჩართულობით“, - განმარტავს Galt&Taggart-ის დირექტორი.

კირტავას განცხადებით, წლების განმავლობაში საპენსიო ფონდის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ იზრდებოდეს დივერსიფიკაცია, რასაც სჭირდება ხელშეწყობა, როგორც ადგილობრივ ობლიგაციებში, ასევე შესაძლებელია საპენსიო სააგენტომ საერთაშორისო ბაზრებზეც მოახდინოს ინვესტირება.

იქამდე კი, მისი თქმით, როდესაც საპენსიო სააგენტოს მხოლოდ საბანკო პროდუქტების და სახაზინო ვალდებულებების საინვესტიციო პორტფელი აქვს, არ აქვს სალაპარკო აქტივების დივერსიფიაკაციასთან დაკავშირებით.

ამასთან დაკავშირებით კირტავამ დღეს, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში, ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით ჩატარებულ შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებსა და ბიზნეს სექტორს შორის დიალოგი გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში ბიზნეს სექტორს საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ, საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ და საინვესტიციო ოფიცრის მოადგილემ ლევან ვერძეულმა საპენსიო სააგენტოს საქმიანობა, მიღწევები, საინვესტიციო პოლიტიკა და სამომავლო გეგმები გააცნეს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023