ფინანსები
19/03/2021

იურიდიული პირების დეპოზიტების დაზღვევა 2022 წლიდან ამოქმედდება

იურიდიული პირების დეპოზიტების დაზღვევა 2022 წლიდან ამოქმედდება, - კანონპროექტის საპარლამენტო განხილვები მომდევნო კვირიდან დაიწყება. როგორც დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა პროცესი საპარლამენტო განხილვების გადავადების გამო გაჭიანურდა.

„პარლამენტში პირველი მოსმენა მომედევნო კვირაშია ჩანიშნული და ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლოსთვის უკვე შემოვა იურიდიული პირების დაზღვევა. პარლამენტს მივმართეთ, რომ 2022 წლის პირველი იანვრიდან ჩაერთონ იურიდიული პირები. რეალურად დაიწყება განხილვები, თუმცა კანონის შემოღებიდან რამდენიმე თვე გვჭირდება, რომ ტექნიკურად მზად ვიყოთ იურიდიული პირების დაზღვევისთვის,“ - განმარტა ოთარ ძიძიკაშვილმა.

მისივე განმარტებით, ფიზიკური პირების მსგავსად, იურიდიული პირების დეპოზიტების დაზღვევის ზღვარიც 15 000 ლარით იქნება განსაზღვრული.

„შესაძლოა, 15 000 ლარი არც თუ ისე დიდ თანხად მოგვეჩვენოს, განსაკუთრებით როცა საქმე ეხება იურიდიული პირების დეპოზიტებს, თუმცა ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ პერიოდულად ამ ზღვარს გადავხედავთ და გავზრდით. ეს საბანკო სექტორისთვის სიახლეს არ წარმოადგენს და სიურპრიზი არ იქნება. თავისთავად, იურიდიული პირებისთვის უფრო მაღალი ზღვარი იქნებოდა მისაღები. რიცხვებში ჩვენ ამას ვხედავთ. მაგალითად, თუ ფიზიკური პირების შემთხვევაში 4 მილიარდ ლარამდეა დაზღვეული, იურიდიული პირების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი იქნებოდა 450 მლნ. ლარი. რადგან ბევრ იურიდიულ პირს 15 ათას ლარზე ზევით აქვს ანგარიში. შესაბამისად, მათ დდეპოზიტების დაზღვევა ვერ შეეხებათ, თუმცა მათთვისაც ეს დაზღვევა არის მნიშვნელოვანი და ზღვარის გაზრდასთან ერთად თავისთავად იურიდიულ პირებსაც მეტი კომფორტი შეექმნებათ,“ - განაცხადა ოთარ ძიძიკაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023