ფინანსები
01/09/2021

ივლისში საკრედიტო რესურსი გაძვირდა

საკრედიტო რესურსი ისევ გაძვირდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში სესხებზე საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები ივლისში, 0.5%-ული პუნქტით გაიზარდა და 12.5%-ს მიაღწია.

უცხოური ვალუტის სესხებზე საშუალო წლიური განაკვეთი 6.2%-ია, ივნისში არსებული 6.5%-ის შემდეგ.

ლარის სესხების საშუალო განაკვეთმა კი, 15.6%-დან 15.9%-მდე მოიმატა.

ეროვნული ვალუტით სესხების საპროცენტო განაკვეთი ფიზიკური პირებისთვის 18.2%-ია, იურიდიული პირებისთვის  -  13.1%.

უცხოური ვალუტით ფულის სესხება გაცილებით იაფია, ასეთ კრედიტებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი ფიზიკური პირებისთვის 3.3-ჯერ ნაკლებია  და წლიურ 5.4% -ს შეადგენს.

კომპანიებისთვის უცხოურ ვალუტაში სესხების საშუალო განაკვეთი 6.5%-ის დონეზეა.

შეგახსენებთ, 200 000 ლარს ქვემოთ სესხის გაცემა უცხოურ ვალუტაში შეზღუდულია, გამონაკლისი არიან არარეზიდენტი პირები.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023