ფინანსები
13/09/2023

"ჯამში ₾13 მლნ-ზე მეტი საპენსიო დანაზოგი გავეცით“- გოგა მელიქიძე

"დაგროვებითი პენსიის რეფორმის ფარგლებში, დანაზოგი ჯამში 5 ათასზე მეტ ადამიანზე გაიცა,“- ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან“ საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით,  საინვესტიციო მოგება, რომელიც 2019 წლის იანვრის თვიდან მოქალაქეებს დღემდე ერიცხებათ, მხოლოდ მონაწილისაა და მასზე არანაირი ყადაღა ან სხვა აღსრულების მექანიზმი არ ვრცელდება.

"ამ დროისათვის, ჯამში 13 მილიონ ლარზე მეტი საპენსიო დანაზოგი გავეცით, საიდანაც 99% არის საპენსიო ასაკის ადამიანი, ან რაიმე საჭიროების გამო მოხდა თანხის გატანა.“-აცხადებს მელიქიძე.

როგორც საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი განმარტავს, მომდევნო 20 წელი აკუმულირების პროცესი იქნება, სადაც აგრესიული საინვესტიციო პროცესები განხორციელდება, ხოლო 20 წლის შემდეგ, უკვე დანაზოგების მასიური გაცემა მოხდება.  

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023