ფინანსები
15/10/2021

"კავკასუს ონლაინს" ზარალი გაუორმაგდა

„კავკასუს ონლაინს“ ზარალი გაუორმაგდა. კომპანიამ ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა და შემოსავლების შემცირებაზე განაცხადა.

2020 წელს ამონაგები 43.5 მლნ ლარამდე შემცირდა, 2019 წელს არსებული 50.88 მილიონიდან. საოპერაციო ზარალი 7.76 მლნ ოყო. წლიური ზარალი კი, 12.2 მილიონს აღემატება, 2019 წელს დაფიქსირებული 6.79 მლნ შემდეგ.

შემოსავლების შემცირება ძირითადად განპირობებულია  საბითუმო ინტერნეტზე ფასების ვარდნით, რაც არ კომპენსირდება მოცულობის ზრდით. გლობალური ინტერნეტის ფასების შემცირება მსოფლიოში არსებული ტენდენციაა.

აღსანიშნავია, რომ  საერთაშორისო სატელეფონო ტრანზიტიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა დაახლოებით 3-ჯერ. ასევე აღინიშნება შემოსავლების ზრდა თანალოკაციის იჯარიდან და 9%-იანი ზრდა დომეინის მომსახურებიდან მიღებულ შემოსავალში.  რაც შეეხება ინტერნეტის და ინტერნეტის ტრანზიტის ხარჯებს, ის არის გაზრდილი 14% -ით. ძირითადი მიზეზი არის ეროვნული ვალუტის გაუფასურება უცხოურ ვალუტასთან მიმართებით, რამაც გამოიწვია თვითღირებულების გაზრდა.

„კავკასუს ონლაინს“ 2020 წლის მონაცემებით, 1 ბენეფიციარი აქციონერი ჰყავს - ნასიბ ჰასანოვი. წილის გასხვისებას უკანონოს უწოდებს  კომუნიკაციების კომისია და ნასყიდობის გაუქმებას ითხოვს. წილის გასხვისება მარეგულირებელთან შეთანხმებული არ ყოფილა. ამის გამო კომპანიაში უკვე 1 წელია სპეცმმართველია დანიშნულია.

კავკასუს ონლაინის და შვილობილი კომპანიების სტრატეგიას წარმოადგენს განავითაროს და უზრუნველყოს ევროპის უმსხვილეს დატაცენტრებთან სტაბილური და მაღალსიჩქარიანი პირდაპირი გლობალური ინტერნეტ კავშირი, რეგიონალურ ბაზრებზე

„რეგიონალური ბაზრების გაფართოების მიზნით მეზობელ ქვეყნებთან (სომხეთთან და აზერბაიჯანთან) დაინერგა და იგეგმება ახალი სატრანზიტო ქსელების მოწყობა რათა განხორციელდეს შუა აზიის (ირანის, ერაყის, ყაზახეთის) ქვეყნების მომარაგება ევროპული ინტერნეტით. გრძელვადიან დაგეგმარებაში კავკასუს ონლაინი ისახავს მიზნად მოახდინოს აბრეშუმის გზის დიჯიტალიზაცია“, - ნათქვამია ფინანსურ ანგარიშში.

აღსანიშნავია, რომ „კავკასუს ონლაინმა“  და „იუკომ არმენიამ“ დაასრულა 1 (ერთ) ტერაბიტიანი ქსელის მშენებლობა, რომელიც აკავშირებს ფრანქფურტის უმსხვილეს ინტერნეტ პროვაიდერებს და ირანის სატელეკომუნიკაციო კორპორაციას სომხეთ-ირანის საზღვარზე საქართველოს გავლით. ეს შეერთება იძლევა საშუალებას ირანის გავლით მოამარაგოს ინტერნეტით ახლო აღმოსავლეთის ბაზარი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023