ფინანსები
11/09/2020

კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 16% სარგებლობს

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის მხოლოდ 16% სარგებლობს. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, სულ გაცემულია 607 220 პოლისი, რაც 26.65-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ამასთან, 2020 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 171.4 მლნ ლარი შეადგინა.

მოზიდული პრემიისა და ბაზრის წილის მიხედვით, ყველაზე დიდი წილი “ჯიპიაი ჰოლდინგზე“ მოდის. კომპანიამ წელს ჯანმრთელობის დაზღვევის სახეობაში 50.28 მლნ ლარი მოიზიდა და შედეგად, ბაზრის 29% დაიკავა.

ხუთეულში შედის  „იმედი L“. კომპანიამ ჯანმრთელობის დაზღვევის სახეობაში 40,02 მლნ ლარი მოიზიდა და შედეგად, ბაზრის 23% დაიკავა.

შემდეგ მოდის „არდი“ (23,48 მლნ ლარი,14%); „პსპ“ (11,45მლნ ლარი,7%) და „ირაო“ (10,45 მლნ ლარი,6%).

2020 წლის 6 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 376,9 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 89,5 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 29,2 მილიონი ლარი. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 976,4 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 273,9 მილიონ ლარს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023