ფინანსები
12/05/2021

ხათუნა ბურკაძე: ლარის გაციფრულებისთვის აუცილებელია კიბერუსაფრთხოების გაძლიერება

„ჯეოქეისის” ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) პროფესორი ხათუნა ბურკაძე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ციფრული ლარის გამოშვებაზე „ბიზნესპარტნიორთან“ აფასებს და განმარტავს, რომ საქართველოს ეროვნული ვალუტის ციფრული ვერსიის შექმნა ქვეყანაში ციფრული ბიზნესის განვითარებას ხელს შეუწყობს.

მისი განცხადებით, ციფრული ლარი ეროვნული ბანკის მიერ უნდა იყოს რეგულირებული. ასევე, პროექტის განხორციელება შესაბამისი ელექტრონული პლატფორმის განვითარებას საჭიროებს.

„რაც შეეხება ამ ინიციატივის დადებით მხარეებს, ციფრული ლარი მომხმარებელს გადახდის ახალ და სწრაფ შესაძლებლობებს შესთავაზებს.  ტრანზაქციები დროში მაქსიმალურად მოქნილი იქნება. ამასთანავე, ვირტუალური ეროვნული ლარის გამოშვება და მისი მეშვეობით შესრულებული ოპერაციები ნაკლებ დანახარჯებს მოითხოვს. მიუხედავად უპირატესობებისა, ამ პროცესის წარმატებით მართვისათვის აუცილებელია კიბერუსაფრთხოების გაძლიერება, რათა აღნიშნული ელექტრონული პლატფორმა ჰაკერების სამიზნე არ აღმოჩნდეს. საგადასახადო სფერო უნდა იყოს როგორც ეფექტიანი, ასევე უსაფრთხო,” - აცხადებს ბურკაძე.

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკი ციფრული ლარის გამოშვებას გეგმავს. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ცენტრალური ბანკის ფულის განვითარების და ლარის ციფრული ვერსიის შექმნის აუცილებლობა ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ გამოკვეთა, რათა ის უკეთ მოერგოს ციფრულ ეკონომიკას და გაზარდოს ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა.

ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვება ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობის, საგადახდო სისტემის ეფექტიანობისა და ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესებას ისახავს მიზანად. CBDC ცენტრალური ბანკის ვალდებულებაა და მას გადახდის საშუალების სტატუსი ექნება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023