ფინანსები
02/08/2023

ქირის შემოსავლებით ნახევარ მილიარდამდე ლარის სესხებია გაცემული

საბანკო სექტორმა ის იპოთეკები მოთოკა, რომლის გადახდის მატერიალური წყარო მსესხებლისთვის ქირით მიღებული შემოსავალია.

აღნიშნულის თაობაზე, სებ-ის რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგის შედეგებზე, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია  თურნავამ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის (მპკ) შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. 

ქირიდან მისაღები შემოსავლების სტაბილურობის შეფასებისას, ტრენდიდან 30%-იანი აცდენის გათვალისწინება, მარეგულირებელმა სექტორს გაზაფხულზე ურჩია. 

შეზღუდვის მიზეზები, ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ, ოთხშაბათის ბრიფინგზე ნათია თურნავამ განმარტა.

უძრავი ქონების ფასთან შედარებით, რომელიც დანახარჯების პროპორციულად იზრდება. ქირის ფასი 30%-ით "გაბერილია". ამიტომ სებ-მა ბაზარს დაკრედიტებისას ქირიდან მისაღები შემოსავლების 30%-იანი კლებით დაანგარიშება ურჩია, რაც მსესხებელს ლიმიტს უმცირებს, თუმცა ბაზარს ფინანსურ რისკებს უკომპენსირებს.

ამ დროისთვის ბანკების იპოთეკების პორტფელში (₾ 9.9 მლრდ) ქირიდან შემოსავლებით გაცემული სესხების წილი 5%-მდეა.

სებ-ის ინფორმაციით, ბანკებისთვის LTV-ის (-30%) კოეფიციენტი სარეკომენდაციოა და არა სავალდებულო სწორედ იმიტომ რომ სესხების წილის მცირეა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023