ფინანსები
02/06/2021

კობა გვენეტაძე: პანდემიის პირობებში ეროვნული ბანკის ქმედებები დროული და ადეკვატური იყო

„მაკროეკონომიკურად ძალზე რთული 2020 წლის განმავლობაში, ეროვნული ბანკის ქმედებები დროული და ადეკვატური იყო,  როგორც პანდემიამდე ასევე პანდემიის შემდეგ“,  - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა და დასტურად საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასეები მოიხმო.

კობა გვენეტაძე ამბობს, რომ ეკონომიკის აღდგენა მეტწილად დამოკიდებული იქნება იმაზე რა ვადაში მოხდება პანდემიის დაძლევა საქართველოში და გლობალურად. მისი თქმით, ეროვნული ბანკის ქმედებები იქნება „ანალიზზე დაფუძნებული და არსებული ვითარების შესაბამისი“.

სებ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მათი ამოცანაა სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შექმნაა, საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობისა და ფინანსური სექტორის მხარდაჭერით. 

კობა გვენეტაძის თქმით, ამ პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი იძლევა, რაც აღიარებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკად.

„ეს მიდგომა ფასების სტაბილურობას და სხვა ალტერნატივებთან შედარებით, ყველაზე დაბალ გრძელვადიან საპროცენტო განაკვეთებს  უზრუნველყოფს“,  - ამბობს კობა გვენეტაძე და აღნიშნავს, რომ მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების და გადაცემის მექანიზმის განვითარებასთან ერთად, ფასების სტაბილურობის მისაღწევად უფრო ნაკლები საზოგადოებრივი დანახარჯებია საჭირო.

მისი თქმით, ინფლაციის თარგეთირების რეჟიმზე გადასვლის შემდეგ ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი შემცირდა და 2009-2020 წლებში, საქართველოში  წლიური ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 3.7% იყო, როცა მანამდე 1996-2008 წლებში 10.2 % შეადგენდა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023