ფინანსები
03/08/2022

კობა გვენეტაძე უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების გაზრდას არ გამორიცხავს

სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკაა, სესხების ზრდა მაინც ძალიან მაღალია. 

"სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის გამკაცრება ძალიან მცირედ მოქმედებს, ელასტიურობა ძალიან დაბალია", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ და განმარტა, რომ საჭირო ხდება ახალი რეგულაციის დაწესება. საუბარია, სამომხმარებლო სესხების ვადის 3 წლამდე შემცირებაზე. 

"სიტუაციას ვაკვირდებით. ერთი, შევინარჩუნებთ მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას უფრო ხანგრძლივ პერიოდში, მაგრამ არ გამოვრიცხავთ ამასთან დაკავშირებით კიდევ მივიღოთ ზომები. შესაძლებელია, იყოს სარეზერვო მოთხოვნების გაზრდა უცხოურ ვალუტაში ან კიდევ სხვა ზომები", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ. 

ამასთან, მისი თქმით, 200 000 ლარიანი საკრედიტო ზღვარის დაწესებამ ჭარბვალიანობის შემცირებაში კარგი შედეგი გამოიღო. დაეხმარა დოლარიზაციის შემცირებას. 

"200 000-იანი ზღვარის გაზრდა თუ მოხდება, ეს სიტუაციას ნამდვილად წაადგება", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023