ფინანსები
20/09/2023

"კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს" - თურნავა

"კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება, რომ არ დაემორჩილოს რეგულატორს,"- ამის შესახებ  ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე განმარტებით, კომერციულ ბანკებს ამ ეტაპზე არაფერი დაურღვევიათ, იქიდან გამომდინარე, რომ გადაწყვეტილება დღეს ამოქმედდა.

"ჩვენ, ისევე როგორც ყოველთვის ნებისმიერი გადაწყვეტილებისა და რეგულაციების მიღებისას, მათთან ძალიან დეტალურად, ტექნიკურ დონეზე გავივლით, თუ როგორ უნდა მოხდეს ამის აღსრულება."-აცხადებს თურნავა.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი აღნიშნავს, ეროვნულ ბანკსა და კონერციულ ბანკებს შორის გაურკვევლობა სავარაუდოდ არ მოხდება, იქიდან გამომდინარე, რომ ორივე მხარე ორიენტირებულია საერთაშორისო ვალდებულებების აღსრულებაზე.

თუმცა თურნავა ასევე განმარტავს, რომ მათთვის პრიორიტეტულია ეროვნული კანონმდებლობის ნებისმიერი მუხლის შესრულება.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023