ფინანსები
17/06/2021

ლარის გამყარებამ საგარეო ვალი 1.2 მლრდ-ით შეამცირა

ლარის გამყარებამ საგარეო ვალის მოცულობა 1.2 მლრდ ლარით შეამცირა.  

1 ივნისისთვის სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა დოლარში გაიზარდა, ლარში შემცირდა.  

მაისის ბოლოს ქვეყანას უცხოელი კრედიტორების 8.038 მლრდ დოლარი მართებდა, წინა თვესთან შედარებით 33.9 მლნ დოლარით მეტი, თუმცა, ლარის გაცვლითი კურსის გამყარების გამო ვალის მოცულობა ლარში 1.268 მლრდ ლარით, 26.349 მლრდ ლარამდეა შემცირებული.  მათ შორის მთავრობის ვალის კლებამ 1.19 მლრდ ლარი შეადგინა.   

მაისში სახელმწიფო ძირითადი თანხის დაფარვისთვის 19.36 მლნ დოლარი, პროცენტისთვის კი, 6.1 მლნ დოლარი გადაიხადა.  

61.9 მლნ არის შემცირებული შიდა ვალიც, რაც 5.778 მლრდ ლარს შეადგენს.  

მთლიანობაში სახელმწიფო ვალის მოცულობა 32.1 მლრდ ლარია. კლება ბოლო ერთ თვეში 1.33 მლრდ ლარს აღემატება.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023