ფინანსები
07/02/2022

ლარის მრუდი ბაზარს პოლიტიკის შერბილებას აუწყებს

ლარის შემოსავლიანობის მრუდი დამაიმედებელ ტრენდს აჩვენებს, რაც რისკ პრემიუმის კლებას მოასწავებს. მთავრობის 1-წლიან ფასიან ქაღალდებზე სარგებელი 10%-ია, ერთკვირიანი ვალდებულებების განაკვეთი კი 10.58%.

საინვესტიციო ბანკირების ინფორმაციით, ტრენდი ბაზრის მოლოდინზე მიანიშნებს,  რომ განაკვეთის შემცირებას ელოდებიან. მრუდიც ბაზრის მონაწილეების მხრიდან სამომავლოდ მონეტარული პოლიტიკის შერბილების მოლოდინებს ასახავს.

2/11/2021- 1/02/2022 პერიოდის სტატისტიკით, 2-5 წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობა 9.2%-დან 9.8%-მდე, 10-წლიანის 9.3%-დან 9.9%-მდეა გაზრდილი.

სებ-ის ინფორმაციით, ლარის შემოსავლიანობის მრუდი საფინანსო ბაზრის მნიშვნელოვანი ატრიბუტია, აჩვენებს ურისკო განაკვეთებს ყველა ვადიანობის ინსტრუმენტისთვის და ბაზრის მონაწილეები ინდიკატორულ მაჩვენებელად იყენებენ, ასევე ლარის ფასიანი ქაღალდების ფასის განსაზღვრისას და ბაზრის ტრენდის პროგნოზირებისთვის.

ემიტენტებს და ინვესტორებს ემისიებზე საორიენტაციო ფასის დადგენას  უადვილებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023