ფინანსები
18/07/2023

ლაშა ქავთარაძე: ჩვენი მოლოდინით,რეფინანსირების განაკვეთი მინიმუმ 0.5%-ით შემცირდება

„2 აგვისტოს, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე, ჩვენი მოლოდინია, რომ რეფინანსირების განაკვეთი მინიმუმ 0.5%-ული პუნქტით კიდევ შემცირდება.“ -ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ GALT & TAGGART-ის ანალიტიკოსმა ლაშა ქავთარაძემ განუცხადა.

„მას შემდეგ რაც მონეტარული პოლიტიკა შერბილდა, ინფლაცია კიდევ უფრო ქვემოთ წამოვიდა, მაშინ გადაწყვეტილება 2.7%-იან ინფლაციაზე იყო დაფუძნებული, შემდეგ ეს მაჩვენებელი ჩამოვიდა 1.5%-ზე, ივნისის წლიური ინფლაცია კი 0.6% იყო.

ჩვენი მოლოდინია, რომ ასეთი დაბალი ინფლაცია წლის ბოლომდე იქნება შენარჩუნებული და ამ ფონზე მონეტარული პოლიტიკის კლება უნდა გაგრძელდეს.“-აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ.

მისივე თქმით, რისკი რის გამოც ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შემცირების კუთხით თამამი ნაბიჯებისგან თავს იკავებს, ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის ინფლაციას უკავშირდება.

„ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის ფასების ზრდის ტემპი ნელა მცირდება, ეს მაჩვენებელი წლის დასაწყისში 14% იყო, წინა თვეში 9,1%, ეს შემცირება არ მოსწონს ეროვნულ ბანკს, უფრო მკვეთრი კლება უნდა, ამიტომ ფრთხილობს გადაწყვეტილებების მიღებისას, თუმცა ჩვენი პოზიციაა, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება წელს 9%-მდეც არის შესაძლებელი, ამის საშუალება ეროვნულ ბანკს აქვს.“-აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი 2022 წლის მარტის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთს 11%-იან მაჩვენებელზე წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში უცვლელად ინარჩუნებდა. თუმცა, მაისიდან სებმა მკაცი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა დაიწყო. დღეისთვის, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.5%-ია, რაც ეროვნული ბანკის შეფასებით, წელს კიდევ 1 პროცენტული პუნქტ-ით შემცირდება.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 10 მაისს მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებისა და პოლიტიკის განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით 11%-დან 10.5%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. 21 ივნისის სხდომაზე კი განაკვეთი უცვლელად დატოვა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023