ფინანსები
14/06/2023

ლაშა ხუციშვილი ADB-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა - მხარეებმა სამომავლო პარტნიორობის საკითხები განიხილეს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორ რეიჩელ ტომსონს, რომელიც საქართველოში ვიზიტით ჩამოვიდა. შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის არსებული თანამშრომლობა და სამომავლო პარტნიორობის საკითხები. კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა აზიის განვითარების ბანკის, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი განვითარების პარტნიორის როლს საქართველოს წინსვლის პროცესში, რომელიც მოიცავს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის დაფინანსებას.

საუბარი, ასევე, შეეხო 2024 წლის მაისში, თბილისში ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზაციულ საკითხებს და ამ მასშტაბური ღონისძიების მნიშვნელობას საქართველოსა და რეგიონისთვის. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ერთი წლის ვადით არჩეულია აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარედ.  

შეხვედრის დასასრულს, მხარეები თანამშრომლობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023