ფინანსები
17/02/2022

ლაშა ხუციშვილი: ლარის კურსმა წონასწორობის ახალი წერტილი იპოვა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მოკლე დროში ლარის კურსის დასტაბილურებას ელის. 

"ლარის კურსი ნამდვილად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. ლარმა მაისიდან მნიშვნელოვანი გამყარება დაიწყო და ეს გრძელდება. ყოველთვის, როდესაც ხდება მკვეთრი ცვლილება,ზრდის ან შემცირების მიმართულებით, ბუნებრივია ამას მოჰყვება გარკვეული რყევები დროის მცირე მონაკვეთში. ყოველთვის ასე იყო და არა მხოლოდ საქართველოში. შესაბამისად, როდესაც ბოლო დღეებში მოხდა მნიშვნელოვანი გამყარება, ლარის კრუსმა იპოვა ახალი წონასწორობის წერტილი, იმ რეალობიდან გამომდინარე, რა ქვეყანაშია. მოლოდინი გვაქვს, რომ იქნება უფრო სტაბილური მდგომარეობა, მითუმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში მიმდინარე წელს იქნება 6%-იანი ეკონომიკური ზრდა. ყველა ის პარამეტრი, რომელიც მათ შორის ლარის კურსზე და ეკონომიკურ ზრდაზე მიანიშნებს, მნიშვნელოვნად უმჯობესდება", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში.

მისი თქმით, იანვრის მონაცემებით, 2019 წელთან მიმართებაში ტურიზმის აღდგენამ 70%-ს მიაღწია. ასევე, მნიშვნელოვნად იზრდება ექსპორტი. 

ლაშა ხუციშვილს პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ. მას ლარის კურსის არასტაბილურობაზე განმარტება ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ სთხოვა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023