ფინანსები
07/06/2023

ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა, რომელმაც მინისტრს ოფიციალურად წარუდგინა ბანკის ახალი რეგიონული დირექტორი  როლანდ პრაისი. იგი საქმიანობას მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან შეუდგება. 

შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი.

ფინანსთა მინისტრმა როლანდ პრაისს მიულოცა ახალ პოზიციაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

ასევე, ლაშა ხუციშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სებასტიან მოლინეუსს საქართველოს მხარდაჭერისა და მისი ხელმძღვანელობით  მსოფლიო ბანკის რეგიონული ოფისის მიერ გაწეული სამუშაოსთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ქვეყანაში მიმდინარე პროექტები და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოთქვეს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023