ფინანსები
22/11/2021

ლაშა ხუციშვილი: ონლაინ კაზინოები დაბეგვრის ახალ რეჟიმში მოექცევიან

სათამაშო ბიზნესთან, კერძოდ ონლაინ კაზინოებთან მიმართებაში ახალი რეგულაციები ამოქმედდება. მთავრობის განმარტებით, მიზანი მომხმარებლების რაოდენობის შემცირება იქნება. 

ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას ფინანსთა სამინისტრო 1 კვირაში წარმოადგენს. 

მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივა დასაბეგრი ბაზის სრულ ცვლილებას შეეხება. საგადასახადო ტვირთი კი, საკმაოდ მაღალი იქნება. 

"საუბარია არა მხოლოდ ერთი კონკრეტული გადასახადის ცვლილებაზე, არამედ შეიცვლება მთლიანად სტრუქტურა, გადასახადებით დაბეგვრის აბსოლუტურად სხვა მოდელი იქნება შემოთავაზებული - როგორც მოგების, ასევე ფსონების მიმართულებით. შემოვა ახალი დაბეგვრის მექანიზმი, ე.წ. GGR-ის დაბეგვრა, რომელიც გულისხმობს ფსონებს შორის განსხვავების დაბეგვრას. რთულია მისი შედარება არსებულ მოდელთან, თუმცა, მნიშვნელოვანია განვაცხადოთ, რომ აღნიშნული დაბეგვრის მოდელზე საგადასახადო ტვირთი იქნება საკმაოდ მაღალი", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. 

მინისტრის ინფორმაციით, შემდეგი ცვლილება შეეხება ასაკობრივ ზღვარს და რეკლამის აკრძალვას. 

"რეგულაცია რეკლამის პრაქტიკულად აკრძალვას გულისხმობს. დანჩენილია რეკლამის ერთი ნაწილი, რომელიც ეხება სპონსორობას და სხვა არაფერს. ამ ნაწილთან დაკავშირებით მიმდინარე კვირას გვექნება მუშაობა", - აცხადებს ლაშა ხუციშვილი. 

რაც შეეხება აღნიშნული ინიციატივის გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტზე, მინისტრის განცხადებით, საგადასახადო ტვირთის გაზრდა დააბალანსებს იმ დანაკლისს, რასაც ბიუჯეტი მიიღებს. 

"საგადასახადო ტვირთი გაიზრდება, რაც დანაკლისის დაბალანსებას უზრუნველყოფს. პირველ ეტაპზე ეს დანაკლისი შეიძლება ბევრი არ იყოს", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023