ფინანსები
16/07/2020

#ლიბერთიგულით - პროგრამა პენსიონერებისთვის ზაფხულის დღეებში გრძელდება

დღეიდან, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე პენსიონერებისთვის ლიბერთი ბანკისა და კომპანია „აქვა გეო“-ს ერთობლივი საზაფხულო აქცია იწყება. ლიბერთი ბანკის სპეციალურად შერჩეულ 25, ყველაზე მეტად დატვირთულ ფილიალთან, ბანკის მომხმარებლებს სასმელი და გაზირებული მინერალური წყლებით გაუმასპინძლდებიან.

პანდემიის გამო, ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ბანკის სერვისცენტრებში მხოლოდ განსაზღვრული ადამიანების თავშეყრაა დასაშვები. გარეთ კი ცხელა, და მომხმარებლებისთვის კომფორტის შექმნის მიზნით, ლიბერთი ბანკმა და წყალი „სნო“-სა და „კობი“-ს მწარმოებელმა კომპანია „აქვა გეო“-მ ერთობლივი საზაფხულო სოციალური პასუხისმგებლობის აქცია წამოიწყეს.

აქცია 15 სექტემბრამდე გაგრძელდება და ამ პერიოდის განმავლობაში პენსიის გაცემის ყველაზე დატვირთულ და ცხელს დღეებში ასაკოვან მომხმარებელზე ზრუნვას და მათი სასმელი წყლით გამასპინძლებას ითვალისწინებს.

„მომხმარებელზე ზრუნვა ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია. უკვე რამდენიმე თვეა, ქვეყანაში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად განხორციელებული ყველა სოციალური პასუხისმგებლობის თუ საქველმოქმედო აქციის მიზანია, ჩვენს მომხმარებლებს გავუმარტივოთ საბანკო მომსახურება უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით, მინიმუმამდე დავიყვანოთ მათი ბანკში ვიზიტის საჭიროება და ბანკში ვიზიტისას კი შევთავაზოთ კომფორტული და უსაფრთხო გარემო. მადლობა გვინდა გადავუხადოთ ამ აქციაში მონაწილეობისთვის ჩვენ პარტნიორ კომპანია „აქვა გეო“-ს, რომელმაც გაიზიარა ჩვენი ღირებულებები და ძალიან ოპერატიულად დაგვეხმარა ჩვენს ასაკოვან მომხმარებელზე ზრუნვაში“, - განაცხადა ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორმა, გიორგი მაკარიძემ.

„კომპანია „აქვა გეო“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა. უფროსს თაობას, ჩვენი ზრუნვა და მხარდაჭერა სჭირდება. ამის გარშემო კომპანიები ვერთიანდებით, რაც მისასალმებელია და მნიშვნელოვანი. ამ აქციით კი, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა, უდიდესი პატივისცემა და მადლიერება მათდამი. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ერთობლივი პროექტი ლიბერთი ბანკთან წარმატებული იქნება და მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ თანამშრომლობას“, - აღნიშნავს კომპანია „აქვა გეო“-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი ლევან შავლაყაძე.

შეგახსენებთ, რომ ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებს ეძლევათ საშუალება სააფთიაქო ქსელებში - ავერსი, ფარმადეპო და პსპ, პროდუქციის შეძენისას და სოციალური ბარათით გადახდის შემთხვევაში საკუთარი საბარათე ანგარიშიდან 50 ლარამდე ნაღდი ფულის გატანის სერვისითაც ისარგებლონ და თავიდან აიცილონ ბანკში ვიზიტის საჭიროება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023