ფინანსები
08/09/2021

ლიბერთის სამომხმარებლო სესხებზე ახალი აქცია დაიწყო

ლიბერთიში სამომხმარებლო სესხებზე განსაკუთრებული პირობების აქცია - „შენი სურვილების სეზონი“ დაიწყო.

16 სექტემბრამდე, ნებისმიერი მიზნისთვის ახალი სესხის აღების ან რეფინანსირების შემთხვევაში, ყველა მომხმარებელი ისარგებლებს საშეღავათო პერიოდით და 3 თვემდე ვადით გათავისუფლდება სესხის ყოველთვიური გადასახადისგან.

ახალი აქციის ფარგლებში, სამომხმარებლო სესხის მიღებას შეძლებს 18-დან 70 წლამდე ნებისმიერი მოქალაქე, რომლის შემოსავალი მინიმუმ 200 ლარია.

საშეღავათო პირობები მაქსიმალურად არის მორგებული თითოეული მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე და ინდივიდუალური პირობების გათვალისწინებით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 11.85%-დან (ეფექტური 15.78%-დან), 300-დან 200 000 ლარამდე სესხებზე.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ნებისმიერ მოხმარებელს შევთავაზოთ ხელმისაწვდომი, მათ
საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი.

16 სექტემბრამდე, ლიბერთის აქციაში ჩართვა ყველასათვის მარტივია და რაც მთავარია, მომხმარებლებს საშუალება აქვთ სესხის გადახდა დაიწყონ თანხის მიღებიდან სამი თვის შემდეგ. ახლო მომავალში, ლიბერთის გუნდი, მომხმარებელს კიდევ არაერთ სიახლეს შესთავაზებს“,-განაცხადა ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა ვაჟა მენაბდემ.

ლიბერთის აქციის ფარგლებში, თანხის მიღება შესაძლებელია განაცხადის შევსებიდან მაქსიმუმ ერთ დღეში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023