ფინანსები
02/11/2023

მაია მარქარაშვილი - მოსახლეობის 80% ფიქრობს, რომ "ფული იმისთვისაა, რომ დახარჯო" და "ხვალემ იზრუნოს ხვალისა"

ქართველი მოსახლეობის 80% დაზოგვასთან დაკავშირებით დებულებას ეთანხმება, რომ "ხვალემ იზრუნოს ხვალისა" და "ფული იმისთვის არის, რომ უნდა დავხარჯოთ,"- ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილების უფროსმა, მაია მარქარაშვილმა განაცხადა.

"ქვეყანაში 2019 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია OECD (Organisation for Economic Co-operation and Development) ხელშეწყობითა და მათი მეთოდოლოგიით განხორციელდა, დადგინდა, რომ ქვეყანაში დამოკიდებულების პრობლემაა, რომელიც ფინანსური დაზოგვის კომპონენტსაც მოიცავს,"-აცხადებს მარქარაშვილი.

მისივე მტკიცებით, საუკეთესო პრაქტიკების საფუძველზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის პერიოდი ის ასაკია, როდესაც ცოდნისა და დამოკიდებულებების ათვისება ყველაზე ადვილად ხდება, ვინაიდან მათი გონება ნეგატიური გამოცდილებებით დატვირთული არ არის.

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის პროგრამის "მოიწვიე ფინედუ კლასში"  ფარგლებში, ეროვნული ბანკის თანამშრომლები ან მათი პარტნიორების თანამშრომლები ბავშვებს დაზოგის მნიშვნელობაზე ინტერაქციულ ღია გაკვეთილს უტარებენ, ვინაიდან ზრდასრულ ასაკში ფინანსურ სიძნელეებს თავი მარტივად გაართვან.

ცნობისთვის,  პროგრამა "მოიწვიე ფინედუ კლასში" 4 წელია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რომელიც წელიწადში ორჯერ მიმდინარეობს. 2023 წელს, პროგრამაში 300 კლასი და 6500 მოსწავლემდეა ჩართული. პროგრამა 31 ოქტომბერს დაიწყო და 17 ნოემბრამდე გაგრძელდება.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023