ფინანსები
22/05/2021

მარგებელი ჰოლდინგი: ყველა ღონეს ვიღებთ, გაფიცვასთან დაკავშირებით პროცესი ცივილურად დასრულდეს

„მარგებელი ჰოლდინგი“ ჯგუფში შემავალ კომპანიებში გაფიცულ თანამშრომლებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ნებისმიერი შემდგომი ნაბიჯი იყოს სამართლებრივად გამართული.

კომპანია განმარტავს, რომ პროცესში ამავდროულად ჩართულია როგორც შიდა, ასევე მოწვეული იურისტები.

„მარგებელი“ ჰოლდინგში შემავალ კომპანიებში, სს „წყალ მარგებელსა“ და შპს „ენგადში“, განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მიმდინარე პროცესების კანონის ჩარჩოებში მოქცევა. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ნებისმიერი შემდგომი ნაბიჯი იყოს სამართლებრივად გამართული, რაც შედის როგორც დასაქმებულთა, ასევე კომპანიათა ინტერესებში. ამ ეტაპზე ხელმძღვანელებთან ერთად პროცესში ჩართულები არიან, როგორც შიდა, ასევე მოწვეული იურისტები, რათა პროცესი წარიმართოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.
პარალელურად, ორივე კომპანიაში, მართალია შეფერხებებით, მაგრამ მაინც ვაგრძელებთ სამუშაო პროცესს. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჰოლდინგის გადასარჩენად, მით უმეტეს, რომ რთული 2020 წელი ჰოლდინგმა მნიშვნელოვანი ზარალით დაასრულა. მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, დასაქმებულთა წინაშე არსებული ვალდებულებები სრულდებოდა და სრულდება შეუფერხებლად.

გვინდა მადლობა მოვახსენოთ ყველა იმ თანამშრომელს, რომელმაც გამოიჩინა გულისხმიერება და მიუხედავად არსებული ვითარებისა, განაგრძობს მუშაობას.

ხოლო რაც შეეხება ჩვენს იმ თანამშრომლებს, რომელთა ინიციატივითა და ორგანიზებითაც შექმნილია აღნიშნული ვითარება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველანაირ ღონეს მივმართავთ, რათა ცივილურ და სამართლებრივ ფარგლებში გადავწყვიტოთ ყველა განსახილველი საკითხი ჩვენი თანამშრომლებისა და კომპანიების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით", - განმარტებულია კომპანიის განცხადებაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023