ფინანსები
30/07/2020

MBC სესხს განმეორებით მომხმარებელთა 10%-ს გადაუვადებს

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC სესხს განმეორებით მომხმარებელთა მხოლოდ 10%-ს გადაუვადებს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, განაცხადების მიღება და განხილვა ჯერ-ჯერობით დასრულებული არ არის.

„სამწუხაროდ, მასშტაბურ გადავადებას მეორეჯერ ჩვენს მომხმარებლებს ვეღარ შევთავაზებთ. თუმცა, ინდივიდუალურად განვიხილავთ განაცხადებს და მათი შემოსავლებების ანალიზის საფუძველზე მოხდება გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით მივცემთ შეღავათს თუ ვერა. განხილვის პროცესი შეიძლება ვადაში გაწელილი იყოს. ყველა ერთდროულად არ მოგვმართავს. თუ პირველ ჯერზე სესხები მომხმარებელთა 70%- ს გადავუვადეთ, ამ ეტაპზე კომპანიის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ჩვენს პორტფელში გადავადებული სესხების მოცულობა დაახლოებით 10% იქნება,“ - განმარტა გია პეტრიაშვილმა.

მისივე თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ სესხების გადავადების მოთხოვნა მომხმარებელთა მხრიდან მთელი წლის განმავლობაში, პანდემიის ეფექტის სრულად ამოწურვამდე გაგრძელდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023