ფინანსები
03/07/2023

მიკრობანკმა ფული მთავრობასაც უნდა ასესხოს

მიკროსაფინანსო ბაზარი მოლოდინის რეჟიმს დაუბრუნდა. 2 წლიანი ლოდინის შემდეგ ირკვევა, რომ მ/ო ბაზრიდან გასვლის შემდეგ, მიკრობანკად  ჩამოყალიბებამდე ჯერ კიდევ შორია. შუაში აღმოჩნდნენ, - როგორც  გია პეტრიაშვილმა განაცხადა.

ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშის მ/ო ემბისის (MBC) დირექტორი და აქციონერი მიკრობანკობის მთავარი შესაძლებლობის, სასესხო განაკვეთების შემცირების პერსპექტივას კიდევ 2 წლის განმავლობაში ვერ ხედავს. 

მისი თმით, ახლადგამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, მიკრობანკებს ბანკთან გათანაბრებული რეგულაციები უდგება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ხარჯებს, იაფ ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა კი რთულდება.

სებ-ის მოთხოვნებით, მიკრობანკს სამეთვალყურეო საბჭოს 6-7 წევრამდე გაზრდა ევალება. ამასთან 33% უნდა დაკომპლექტდეს ქალბატონებით. ასევე შემოდის ანაზღაურების ვალდებულება. საბჭოს ყველა წევრი, მათ შორის დამოუკიდებელი, ასევე აქციონერი წევრი, უნდა იყოს ანაზღაურებული.

მიკრობანკობის მსურველ 3 მისოს (კრისტალი, MBC, ლაზიკა კაპიტალი) სებ-ისთვის შეთავაზებული აქვს რამდენიმე ჩასწორება, მათ შორის ერთ-ერთია აქციონერი წევრისადმი უზრუნველყოფის მოთხოვნის შემსუბუქება.

ასევე კაპიტალის ელემენტის მილიონიანი ზღვრის მოხსნა, რაც 1 მლნ -მდე სუბორდინირებული სესხის მოზიდვას ზღუდავს. ასევე შეზღუდვა შემოდის პრივილეგირებული აქციების ნომინალში.

მიკრობანკად  გარდაქმნის მთავარი ხიბლი იყო იაფ რესურსზე ხელმისაწვდომობა. ანუ კომერციული ბანკის შუამავლობის გარეშე სებ-ში რეფინანსირების სესხის აღება, თუმცა ამ ნაწილშიც მთელი რიგი მოთხოვნებია შესასრულებელი. მიკრობანკს ლიკვიდობის მართვის ინსტრუმენტებიც უნდა ჰქონდეს, მათ  შორის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023