ფინანსები
30/10/2023

მიკრობანკს ბანკებთან კონკურენცია აშინებს - სებ-ში არასაბანკო სექტორს მოუსმენენ

რესურსებზე ხელმისაწვდომობა, ხარჯების შემცირება და ლიკვიდობის მოთხოვნის შემსუბუქება, რომ მიკროსაბანკო სექტორმა ბანკებთან კონკურენცია შეძლოს, - მოსაზრებებს, ბაზრის წარმომადგენლები მარეგულირებელს, სამშაბათის გაცნობით შეხვედრაზე გაუზიარებენ.

მიკრობანკად გარდაქმნის მსურველი მოსოების (ლაზიკა, კრისტალი, ემბისი) მენეჯერები არ ელიან, რომ ბანკების ანალოგიურად, ჰეჯირებული სავალუტო კლიენტების დაკრედიტების შესაძლებლობა გაჩნდება, თუმცა კაპიტალის რეგულაცების ნაწილში გარკვეული შეღავათების იმედი აქვთ. 

მათი თქმით, მიკრობანკებს ბანკთან გათანაბრებული რეგულაციები უდგება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ხარჯებს და ართულებს იაფ ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობას.

ბაზრის მონაწილეთა ინფორმაციით, საკრედიტო რესურსების გაიაფება იყო მიკრობანკად  გარდაქმნის მთავარი მოტივაცია. მ.შ. რეფინანსირების სესხის აღება,კომერციული ბანკის შუამავლობის გარეშე.

ბაზარზე 34 მისოა. დაკრედიტების 50%-ზე მეტი 2 მსხვილ მ/ორგანიზაციზე მოდის. მ.შ. ერთ-ერთი "კრისტალი" (სასესხო პორტფელი: 417.3 მლნ) მიკრობანკობისთვის ემზადება, მეორისთვის "რიკო" (სასესხო პორტფელი: 454.3 მლნ) მ/ო ბაზარზე დარჩენაა კომფორტული. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023