ფინანსები
10/09/2021

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გაკოტრების პროცესი იცვლება

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გაკოტრების პროცესი იცვლება, - საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე უნდა განიხილოს.

ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ ფინანსური ინსტიტუტების ლიკვიდაციისა და გადახდისუუნარობის/გაკოტრების პროცესი სპეციფიკური ბუნებით ხასიათდება და მათი კრედიტორების ბუნებაც და რისკიანობაც განსხვავებულია.

ანალოგიური სპეციფიკური ბუნება ახასიათებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც, რის გამოც აუცილებელი ხდება მათი გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება გააჩნდეს მხოლოდ ეროვნულ ბანკს.

საკანონმდებლო პაკეტით, საქართველოს ეროვნულ ბანკს ექნება შესაძლებლობა, განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არ გააჩნია თანხა ლიკვიდაციის ხარჯების დასაფარად, ეროვნულმა ბანკმა გასწიოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის აუცილებელი ხარჯი.

ცვლილებების შესაბამისად, ლიკვიდაციის პროცესში მყოფი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები გათავისუფლდებიან სასამართლო ბაჟის გადახდისგან დაუფარავი სესხების, სესხების პროცენტებისა და სხვა დებიტორული დავალიანებების დაბრუნებაზე აღძრულ ყველა სარჩელზე, რაც თავისმხრივ კრედიტორების ინტერესების დაცვისკენ არის მიმართული.

ამასთან, დაზუსტდება  კრედიტორთა დაკმაყოფილების რიგითობა, დარეგულირდება  ლიკვიდაციის დასრულების შემდეგ ამოღებული თანხების განკარგვის საკითხი.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ლიკვიდაციის დაწყების თარიღიდან შეწყდება წინა პერიოდებში დაკისრებულ გადასახადებზე ჯარიმის/საურავის დარიცხვა, ასევე, კრედიტორთა გასტუმრების რიგითობის დაცვის მიზნით, მოწესრიგდება საგადასადახდო გირავნობით დატვირთული აქტივების რეალიზაციის საკითხები.

ამასთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის დადგენილი ინვესტიციების კოეფიციენტის ლიმიტი შემზღუდველი ფაქტორი რომ არ აღმოჩნდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საწარმოს წილის მიღებისას მის მიერ გაცემული კრედიტის თანხის ასანაზღაურებლად, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს ეროვნულ ბანკს ენიჭება უფლებამოსილება დაუწესოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას გონივრული ვადა, არაუმეტეს 1 წელი, აღნიშნული ინვესტიციის შესამცირებლად/გასასხვისებლად/შესარწყმელად.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023