ფინანსები
16/06/2023

მიმოქცევაში ლარის მასის ზრდა შენელდა

სებ-ის სტატისტიკით, მაისში ნაღდ ფულზე მოთხოვნა 16 მლნ ლარით, 5.123 მლრდ ლარამდე გაიზარდა. თუმცა ტემპი შენელებულია. აპრილში ₾248 მილიონიანი მატება იყო.

აპრილ-მაისში განაღდებების მოცულობა 260 მილიონით გაზრდილია, რამაც ბანკებში შესაბამისად  ლიკვიდობა შეამცირა, მ.შ. ბოლო საანგარიშო თვეში (05/2023) 16 მლნ-ით.

მთლიანობაში, მონეტარული ინსტრუმენტებით, მ.შ. შიდა სამთავრობო კონვერტაციებით და BMatch მექანიზმით, მაისში ლიკვიდობა 64 მლნ ლარით გაიზარდა. აქედან რეფინანსირების სესხებით ზრდაა 110 მილიონით და 01.06.2023-ისთვის ნაშთი 761.5 მლნ ლარს შეადგენს. ამასთან ერთთვიანმა სესხმა ლიკვიდობა 400 მილიონით შეამცირა, სამთავრობო ოპერაციებით კი 228 მილიონით გაზარდა.

მაისში მეორად ბაზარზე სახაზინო ფასიანი ქაღალდების პორტფელი ₾ 60 მლნ-ის წმინდა შესყიდვამ გაზარდა. ასევე ბოლო თვეებში პატარ-პატარა ულუფებით (10/15/18 მლნ) იხურება მცირე და საშუალო ბიზნესის ლიკვიდობის მხარდამჭერი სესხი, რომლის ნაშთი 250 მლნ ლარის ფარგლებშია. 

BMatch-ზე სებ-ის თვის შესყიდვები შემცირებულია. მარტი -აპრილის, $220 მლნ - $322 მლნ-იანი ტრანზაქციების შემდეგ, ცენტრალური ბანკი, სავალუტო ბაზარზე, მაის-ივნისში მცირედით ჩაერია.

სებ-ს ამ 2 თვეში რამდენიმე ათეული მილიონი აქვს სულ შესყიდული.  2 ივნისს  ბაზარს $40 მილიონი მიაწოდა კიდეც, რომელმაც მხოლოდ $17.1 მლნ აითვისა.

მარეგულირებელს სავალუტო აუქციონით, მიმოქცევიდან 45 მლნ ლარამდე ამოღება ბაზრის გაწონასწორებისთვის დასჭირდა.

რყევა ქვეყნიდან მაისის კაპიტალგადინებამ განაპირობა (დივიდენდები გაიცა).  

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023