ფინანსები
01/09/2023

მისოებმა უზრუნველყოფილი სესხები 30 მილიონით გაზარდეს

მისოებში გადაუხდელი ვალების სანაცვლოდ მსესხებლის 4.7 მლნ ლარის ქონება დარჩა. H1/2023-ის მდგომარეობით, 34 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის 1.6 მლრდ ლარის საკრედიტო დაბანდებაში 703 მლნ ლარის სესხები ოქროთია უზრუნველყოფილი (ვერცხლით და სხვა ძვირფასი ლითონით); 213 მილიონის უძრავი ქონებით; 113 მლნ ლარის სესხი მე-3 პირის გარანტიით არის გაცემული და 282 მლნ ლარის ავტოლომბარდია. 

მე-2 კვარტალში (Q2/2023) მისოების უზრუნველყოფილი სესხების პორტფელი  30 მილიონით გაზრდილია. დასაკუთრებული ქონების ღირებულება ₾ 200 000 -ით შემცირებული. 

H1/2023-ისთვის >180 დღიც ვადაგადაცილებული (პრობლემური) პორტფელის მოცულობა 33 მლნ ლარია .

180 დღე ის მაქსიმალური ვადაა, რომელსაც კანონი და სებ-ი შემოსავალდაკარგულ მსესხებელს აძლევს.

აღნინულ ვალდებულებაზე მსესხებელს 100%-იანი რეზერვის შექმნა უწევს, სესხი  ბალანსიდან გააქვს და უზრუნველყოფაში ჩადებულ ქონებას ისაკუთრებს.

მისოები მისაკუთრებული ქონებით Q2.2023 ₾

კრისტალი   472 034
MBC   363 484
ლიდერ კრედიტი    275 782
ლაზიკა კაპიტალი    167 207
სვის კაპიტალი    113 492
რიკო ექსპრესი      86 600

წყარო: სებ-ი და მისოები  

Businesspartner