ფინანსები
12/04/2022

მისოებს რეფინანსირებაზე წვდომის საშუალება ეძლევა

მიკროსაფინანსო სექტორს სებ-ში ლარის რესურსის მიღების შესაძლებლობა მიეცემა. როგორც იცით, რეფინანსირების სესხებზე წვდომა მხოლოდ კომერციულ ბანკებს აქვს. მ/ორგანიზაციებს (მისო) სვოპ-ის მეშვეობით დროებით შეეძლო და 15 აპრილიდან სებ-ი აღნიშნულ ინსტრუმენტს აღარ გამოყენებს.

„კარგი იქნებოდა სვოპი დარჩენილიყო“, - საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალეკო ძნელაძე მტკივნეულ ცვლილებებს ბაზარზე არ ელის, რადგან ლარის რესურსი ბაზარს ალტერნატიული არხებით მიეწოდება, მათ შორის რეფინანსირების სესხებით, რომელსაც სულ მალე COVERED BOND-ი შეცვლის და საბროკეროების დახმარებით მისოებსაც შეეძლება სარგებლობა, მათ შორის ბიზნესის დაკრედიტებელ რამდენიმე მისოსაც, მიკრობანკად გარდაქმამდე (მიკრობანკად გარდაქმნის შემდეგ წვდომა ისედაც ექნება).

სვოპ ინსტრუმენტით, მისო დოლარის სანაცვლოდ, ბანკების მსგავსად ლარის მოკლევადიან სესხს საკრედიტო რესურსითვის იღებდა.

ბაზარი, ამის შედეგად მიმოქცევაში ლარის შემცირებას და კურსის გამყარებას ელის. ალეკო ძნელაძეს გამყარების პროგნოზირება უჭირს. თუმცა აცხადებს, რომ ადგილობრივი ვალუტა მეტად არ გაუფასურდება, ამასთან ლარი მასის შემცირებას სებ-ს გაცხადებული აქვს (ბოლო მპკ-ზე).

მოქმედების ვადის მიწურულს, სვოპებით რა მოცულობის გარიგებები დაიდო ამ თვის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

სებ-ის ბოლო მიმოხილივით, თებერვალში სავალუტო ბაზარზე ყიდვაგაყიდვების აქტივობები გაზრდილია. უცხოური ვალუტით ლარის ვაჭრობა თითქმის მთლიანად სვოპ გარიგებებით (99.3%) და 1,87 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+$278.5 მლნ m.m; $653 მლნY.Y). სვოპებმა კი $75 მლნ. ამის გარდა ბიმეჩზე სებ-ის წმინდა შესყიდვები იყო $11.5 მლნ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023