ფინანსები
06/12/2022

მსოფლიო დონის მომღერლების საქართველოში ჩამოსაყვანად კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი 70 მლნ ლარით იზრდება

2022 წელს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 70 მლნ ლარით გაიზრდება და 470 მლნ ლარით განისაზღვრება. ბიუჯეტის პროექტი პარლამენტშია ინიცირებული. 

როგორც განმარტებით ბარათში წერია, ასიგნებების ზრდა დაკავშირებულია ტურიზმის ხელშეწყობის კუთხით მსოფლიოში აღიარებული მუსიკალური ჯგუფებისა და მომღერლების კონცერტების ხარჯების დაფინანსებით.

აღნიშნული ღონისძიებები გაიმართება 2023-2024 წლების ტურისტულ სეზონებზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში მსგავსი ღონისძიებები იგეგმება 1-1,5 წლით ადრე, ვინაიდან მსოფლიო დონის ვარსკვლავური ჯგუფები და მომღერლები, მათ საგასტროლო ტურნეებს მინიმუმ 1 წლით ადრე გეგმავენ. ასევე, წინასწარ არის საჭირო შესაბამისი აპარატურის შეძენა და მისი საქართველოში ტრანსპორტირება.

"აღნიშნულის გათვალისწინებით, სამინისტროს მიმდინარე წელს გამოეყოფა საჭირო თანხის დიდი ნაწილი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება როგორც ჰონორარების ანაზღაურება, ასევე შესაბამისი ტექნიკისა და აპარატურის შესყიდვა. ღონისძიებების სრულად დაფინანსებისთვის საჭირო თანხების მობილიზება განხორციელდება ზემოაღნიშნული ღონისძიებების ბილეთების რეალიზაციისა და სპონსორებისგან მიღებული შემოსავლებით. შესაბამისად, არ იქნება საჭირო 2023-2024 წლებში დამატებითი თანხების გამოყოფა", - წერია განმარტებით ბარათში. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023