ფინანსები
06/12/2022

მთავრობა "ნავთობისა და გაზის კორპორაციას" 230 მლნ ლარის სესხს აძლევს

2022 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები 330 მლნ ლარით გაიზრდება და 1 262 მლნ ლარს შეადგენს. პროექტი პარლამენტშია ინიცირებული. 

დოკუმენტის თანახმად, გაზრდილი ბიუჯეტიდან 230 მლნ ლარი სამინისტროს მიერ სესხის სახით გადაეცემა "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას", რომელიც მის დაბრუნებას ბიუჯეტში უზრუნველყოფს ეტაპობრივად 2023-2024 წლების განმავლობაში. მიზანი, მოსახლეობის ბუნებრივი აირით შეუფერხებლად მომარაგებაა. 

როგორც განმარტებით ბარათში წერია, ბუნებრივი აირის ტარიფის შენარჩუნების მიზნით, კორპორაცია ახორციელებს ნაწილობრივ სუბსიდირებას საკუთარი შემოსავლებიდან, რაც ამცირებს მის თავისუფალ ფულად სახსრებს. ამავდროულად, კორპორაციას ბუნებრივი აირის წლიური მოცულობის შესყიდვაზე უწევს ერთიანი მსხვილი გადახდების განხორციელება, რისთვისაც საკმარისი თავისუფალი ფულადი სახსრები ამ ეტაპზე არ გააჩნია. შესაბამისად, დროებითი სესხის გარეშე შესაძლებელია შეფერხდეს მომდევნო წლისთვის საჭირო ბუნებრივი აირის შესყიდვის პროცესი.

ამასთან, გაზიფიცირების სამუშაოებისთვის დამატებით გამოიყოფა 100 მლნ ლარი, რომელიც მოხმარდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სოფლების გაზიფიცირების სამუშაოებს.

"აღნიშნული სამუშაოები დაწყებულია და მათი ანაზღაურებისთვის 2023 წლის ბიუჯეტში თავდაპირველად გათვალისწინებული იყო 80 მლნ ლარი, თუმცა იყო დამატებით 20 მლნ ლარის საჭიროება. იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე წელს ბიუჯეტის დამატებითი რესურსი იძლევა საშუალებას წელსვე გამოიყოს საჭირო სამუშაოების დაფინანსების სრული თანხა, 2023 წლის ბიუჯეტის ბოლო ვარიანტში აღარ არის გათვალისწინებული დაფინანსება ამ მიმართულებით და შესაბამისად აღნიშნული თანხა გათვალისწინებულია დამატებით 2022 წლის ასიგნებებში", - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023