ფინანსები
27/06/2023

 MyCoins სებ-ში VASP-ად რეგისტრირდება

ელ/საფულეების (PSP) შემდეგ, სებ-ის რეგულაციაში კრიპტოვალუტებით მოვაჭრები (VASPs) ექცევიან.

თუმცა პირველ, 1 წლიან ეტაპზე ტრანზაქციები მხოლოდ  ფულის გათეთრების კანონმდებლობის (AML/CFT) მოთხოვნების ნაწილში შემოწმდება, კლიენტის იდენტიფიცირებითვის, საეჭვოა თუ საიმედო.

სებ-ის ინფორმაციით, კრიპტოაქტივების სავაჭრო პლატფორმის სებ-ის ზედამხდეველობაში  მოქცევა ამ სეგმენტის ლეგალიზაციას ემსახურება. ამ დროისთვის რამდენიმემილიარდიანი ბაზრის ზუსტი მოცულობის დადგენა შეუძლებელია. ამით აღიკვეთება აკრძალული საშუალებებით და საგნებით  ვაჭრობაც, თუმცა სრულად არა, რადგან გარდა იმისა, რომ სხვა სავაჭრო არხებიც არსებობს, კრიპტოაქტივის მომსახურეებიდან, სებ-ში რეგისტრაციას  ყველა არ მოისურვებს.

რამდენიმე კომპანია, მათ შორის ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მოთამაშე mycoins დარეგისტრირებას სებ-ში რეგისტრაციის (სარეგისტრაციო მოსაკრებელი ₾ 5 000) სასტარტო თარიღისთვის აპირებს (1.07.2023).  

mycoins-ის დირექტორის ნიკა ყოლბაიას თქმით, ბაზრის და კლიენტის დაცულობა მის ინტერესშიც შედის. ამასთან აღნიშნა, რომ მშობელი კომპანიის eMoney მხრიდან დაცულობის ხარისხი მაღალია.

ელექტრონული საფულე, იგივე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (PSP)  სებ-ის რეგულაციის ქვეშ არის და დაჯარიმებულიც

eMoney 16 წელია ბაზარე ოპერირებს და 2 მლნ -ზე მეტი კლიენტი ჰყავს. ემსახურება სხვადასხვა გადახდებს, მ.შ. კომუნალურს, საბანკოს. აქვს აზარტული საფულე, ფსონებისთვის და ასევე განაღდებისთვის. შესაძლებელია საერთაშორისო ფულადი გზავნილების მიღება/გაგზავნა.

PSP ემსახურება როგორც ფიზიკურ ასევე ელექტრონული ვალუტის ტრანზაქციებს. eMoney-ს კრიპტოსაფულეში 13 ვალუტაა.

eMoney -მ პლასტიკური საბანკო ბარათების ემისიაც დაანონსა. მალე Mastercard ბარათები ხელმისაწვდომი გახდება eMoney ციფრულ საფულეში. ტრანზაქციებში მომხმარებელი ელექტრონულ ფულსაც გამოპიყენებს, თუმცა მხოლოდ კონვერტირებულს ფიზიკურ ვალუტაში.

სებ-ში, პირველ ეტაპზე "ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებად" (VASPs) რეგისტრაციას 10-15 კომპანიისგან ელიან.

პროგრამული უზრუნველყოფის, ანგარიშგების სისტემის და სხვა AML/CFT ვალდებულებების შესასრულებლად VASP-ს რეგისტრაციიდან 6 თვიანი ვადა ეძლევა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023