ფინანსები
24/03/2020

ნახტომისებური ზრდა – საქართველოს სუვერენული ევროობლიგაციის შემოსავლიანობამ მოიმატა

საქართველოს სუვერენული ევროობლიგაციის შემოსავლიანობა ნახტომისებურად გაიზარდა.

Galt and Taggart-ის მონაცემებით, გასულ კვირას სახელმწიფო ობლიგაციების ფასი 2.99%-ით შემცირდა და დაიხურა 100.39 ნიშნულზე. შემოსავლიანობა კი, 6.48 %-მდე ავარდა, მაშინ როცა წინა პერიდოში 3.54%-ი იყო.

წლის დასაწყისიდან ობლიგაციების შემოსავლიანობა იკლებდა და 2.3%-ადაც კი ივაჭრებოდა.

6.87%-ინი ევრობონდების სარგებლიანობა  2019 წლის ბოლოს იყო 2.41%, 2018 წლის ბოლოს 4.46% იყო, 2011 წელს კი, 6.87%, ეს კი,  მთავრობას აფიქრებინებდა,  რომ რეფინანსირების შემთხვევაში უკეთესი პირობებით მოხდება თანხის მოზიდვა.

500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციების განაღდების თარიღი 2021 წლის აპრილია. სწორედ მანამდე უნდა მოხდეს ობლიგაციების რეფინანსირება.

შეგახსენებთ, 500 მლნ დოლარის ევრობონდები საქართველოს მთავრობამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2008 წელს განათავსა, 5 წლის ვადით, წლიურ 7.5%-ად. 2011 წელს, საქართველომ ბონდების რეფინანსირება მოახდინა და 5 წლიანი ევროობლიგაციები 10 წლიანი   ფასიანი ქაღალდებით ჩანაცვლდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023